დღეიდან, 29 მაისიდან, ნორვეგია რუს ტურისტებს თავის ტერიტორიაზე აღარ შეუშვებს. ოფიციალურად ამოქმედდა ნორვეგიის მთავრობის მიერ 23 მაისს მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესების შესახებ.
ივანიშვილს დღის წესრიგი ხელიდან გაექცა - საზოგადოებას ვეღარ ალაპარაკებს ცრუ, თითიდან გამოწოვილ პრობლემებზე, სქესის შეცვლასა და მსგავს ცრუ დილემებზე, ყველამ დავინახეთ სად არის რეალური პრობლემა,- ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
ძვირფასო ქართველო მეგობრებო, თქვენ მხოლოდ საქართველოსთვის არ იბრძვით, თქვენ ევროპისთვის იბრძვით, თქვენ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვით, - ასე გამოეხმაურა გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.
მიზანმიმართული მესიჯები ვრცელდებოდა, რომ მოსახლეობაში უკმაყოფილება გაზრდილიყო - ქვეყნის შიგნითაც გვეუბნებოდნენ, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღებით [2022 წელს] ჩვენ დავკარგეთ მილიარდობით გრანტები, რომლებიც ქვეყანას უნდა მიეღო. ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ვკითხულობ, სად არის ეს მილიარდობით გრანტები? არ ჩანს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ანტიდემოკრატიული უწოდეს „აგენტების კანონს”, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს კიდევ ერთხელ მიიღო, ამჯერად, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ.
“მედიაზონის” ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მოსკოვში ერთ დღეში პოლიციამ დააკავა ორმოცდაათზე მეტი წვევამდელი, რომლებიც სამხედრო სამსახურის გადავადებას ცდილობდნენ. ამის შემდეგ ისინი ჯერ შემკრებ პუნქტში ჩაკეტეს, ტელეფონები და პირადი ნივთები ჩამოართვეს, შემდეგ კი ღამით მოსკოვის რეგიონის სამხედრო ნაწილში გადაიყვანეს.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენლებისგან მკაფიოდ უარყოფითი რეაქცია მოჰყვა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას, დაეძლია პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტზე"(აგენტების კანონი).
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, პარტია "ქართული ოცნების" წევრი ლევან ბერძენაშვილი ე.წ. "აგენტების კანონის" მიღების გამო პარტიას და საკრებულოში დაკავებულ თანამდებობას დატოვებს. ბერძენაშვილი წარმომადგენლობით ორგანოში სამანდატო, საპროცედურო და იურიდიული საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობს.
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომებს კვლავ პოლიტიკური ბოიკოტი გამოუცხადა.
