ნამდვილი მშვიდობა არის უსაფრთხოება, თავდაცვა, ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ჯარი და ძლიერი საქართველო - ამას ბიძინა ივანიშვილის პარტიასთან ერთად საქართველო ვერ შეძლებს, ამიტომ, 26-ში ისინი უნდა წავიდნენ,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში 15-29 წლის ასაკის 576.4 ათასი ახალგაზრდიდან 26.7% დაუსაქმებელია, 191.7 ათასი დასაქმებულიდან კი უმრავლესობას, 48.7%-ს, მხოლოდ სრული ზოგადი განათლება აქვს.
პარლამენტის დეპუტატი ეკა სეფაშვილი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის მიერ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას „საქართველოში უარესი სურათია, ვიდრე მოლდოვაში” მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ცალკეული თანამდებობის პირების, მათ შორის ჯოზეფ ბორელის და გერმანიის ელჩის განცხადებები, საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევაა, რასაც არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ მოითმენს.
მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები საქართველოს ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს , - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლიბანის წითელი ჯვრის ცნობით, ჩრდილოეთ ლიბანში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა.
იმედია, ამ წაგებიდან ბევრს ვისწავლით. მაგრამ, ეს ძალიან გულდასაწყვეტი მარცხი იყო, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ალბანეთთან მარცხის შემდეგ განაცხადა.
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი იმ პარტიების წარმომადგენლებს, რომლებმაც ბუნდესტაგში საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, მადლობას უცხადებს.
სამწუხაროა, რომ გერმანიის ბუნდესტაგი, რომელიც ჩემთვის ყოველთვის ძალიან პატივსაცემი ინსტიტუცია იყო, დღეს, საქართველოში საარჩევნო პროცესებში ჩართეს - ეს არის იმის გაგრძელება, რაც ჩვენ ევროპარლამენტის რეზოლუციის სახით ვიხილეთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გერმანიის ბუნდესტაგის მიერ საქართველოს საკითხზე რეზოლუციას - „საქართველოს ევროპული მომავლის“ მხარდაჭერას გამოეხმაურა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის „საარჩევნო პროცესებში გარე ჩარევის მცდელობა“.
„მგონია, რომ ეს არის იმის გაგრძელება, რაც ჩვენ ევროპარლამენტის რეზოლუციის სახით ვიხილეთ. ჩვენთვის ყველა უსამართლო რეზოლუციას, განცხადებას ჩალის ფასი აქვს, ეს ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას. ეს არის საარჩევნო პროცესებში გარე ჩარევის მცდელობა, თუმცა ამას ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება. თავისთავად სამწუხაროა, რომ გერმანიის ბუნდესტაგი, რომელიც ჩემთვის ყოველთვის ძალიან პატივსაცემი ინსტიტუცია იყო, დღეს, საქართველოში საარჩევნო პროცესებში ჩართეს. ეს უბრალოდ სწორი არ არის. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ასეთ აქტებს ვერ ექნება ვერავითარი გავლენა საქართველოში არჩევნების შედეგებზე. ქართველი საზოგადოება საკმარისად გამოცდილია იმისათვის, რომ თავად მიიღოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, „ხომ არ გიქმნით უხერხულობას ის, რომ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას იცავდა“, პრემიერმა აღნიშნა, რომ „ყველაზე მეტი უხერხულობა ამ რეზოლუციამ თავად ბუნდესტაგის შესაბამის წევრებს უნდა შეუქმნას“.
„მე უხერხულობას მიქმნის ის, რომ გერმანიის ბუნდესტაგში აბსოლუტურად უსამართლო რეზოლუცია მიიღეს. პირდაპირ ვიტყვი, ეს არის ისეთი რეზოლუცია, რომელსაც არაფერი კავშირი აქვს სამართლიანობასთან, პრინციპებთან. ძალიან სამწუხაროა, როცა ბუნდესტაგი იღებს ისეთ რეზოლუციას, სადაც კიდევ ერთხელ იმ ადამიანების დასჯას ითხოვს, რომლებსაც ამ ქვეყანაში დემოკრატიული გარდატეხა აქვს განხორციელებული; როცა ბუნდესტაგის რეზოლუცია ეფარება კრიმინალებს. ძალიან შემაშფოთებელია, როცა ითხოვენ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის არ მიღებას და ა.შ. სწორედ ეს არის ის, რაც ქმნის უხერხულობას. ჩემთვისაც უხერხულია ეს ყველაფერი გამომდინარე ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულებიდან გერმანიის ბუნდესტაგის, პარლამენტის ინსტიტუტის მიმართ. თუმცა ყველაზე მეტი უხერხულობა ამ რეზოლუციამ, თავად ბუნდესტაგის შესაბამის წევრებს უნდა შეუქმნას.
გასულ წელს ევროკავშირმა EU4Business ინიციატივის მეშვეობით, მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) ზრდისა და განვითარების მხარდასაჭერად საქართველოში 44 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა – ინვესტიციის შედეგად შეიქმნა სამუშაო ადგილები, გაიზარდა ექსპორტი, დაინერგა ინოვაციები, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის გაძლიერებასა და განვითარებას,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
