სანქცირების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ცოლმა კომპანია დააფუძნა
აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ცოლმა, ეკატერინა ხვედელიძემ საქართველოში ახალი კომპანია დააფუძნა. სააქციო საზოგადოება „ლუსოლის“ 100%-იანი წილის მფლობელი ეკატერინა ხვედელიძეა. ახალი კომპანიის დაფუძნების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „TV პირველმა“ გაავრცელა.
კომპანიის დირექტორი 37 წლის გელა კობერიძე იქნება. სწორედ მან მიმართა საჯარო რეესტრს კომპანიის რეგისტრაციისთვის. ახალი კომპანიის დირექტორი კითხვებზე პასუხისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.
საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ჩანს რომ სს „ლუსოლის“ კაპიტალი 100 000 ლარია. კომპანიის მმართველი ორგანო არის სამეთვალყურეო საბჭო, რომლის წევრებიც არიან ნუგზარ დეკანოიძე, ვეფხვია დვალი და შოთა კობიაშვილი. ნუგზარ დეკანოიძე ამავდროულად არის საფეხბურთო კლუბ "საჩხერის ჩიხურის“ დირექტორი, ბიძინა ივანიშვილის კომპანია „მეცხრე არხის“ დირექტორი.
სს „ლუსოლში“ ეკატერინა ხვედელიძის წარმომადგენელია „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნატო ხაინდრავა.
სიახლეები
- “"ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება. ვისაც გიხარიათ ან ვისთვისაც ეს სულ ერთია, ძალიან მალე საკუთარ თავზე გამოცდით რას ნიშნავს როცა უსამართლობისგან ვერც ერთი სახელმწიფო უწყება დაგიცავთ” - ლონდა თოლორაია
- 4 000 ლარით დააჯარიმეს ბაია პატარაია ფეისბუკ-სტატუსის გამო
- “ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არ დაგვიკარგავს არცერთი გოჯი მიწა” - “საქართველოსთვის”
- ,,სიძემ სიმამრი მოკლა” – რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე
- კარტოფილის ღვეზელი