,,ჩვენ დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა, ეს დღე, უპირველეს ყოვლისა, არის ჩვენი მოქალაქეების, მათი არჩეული პარლამენტის”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის პარალელურად, - რომლის მონაწილეებიც არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ, - პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები იკრიბებიან.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს დავით სონღულაშვილი დაიკავებს.
თურქეთში, ანტალიის აეროპორტში დაფრენის შემდეგ Azimut Airlines-ის თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა,- ინფორმაციას BBC ავრცელებს.
,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს; ვნახოთ, რამდენი დაწერს განცხადებას მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.
,,პარლამენტი ხვალ ჩანიშნავს პრეზიდენტის არჩევის თარიღს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
,,დღეს ყველა ყველაფერს გაიგებთ, როგორც კომიტეტების შემადგენლობას, ისე – სხვა საპარლამენტო თანამდებობებს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
,,პირველ რიგში, დიდ მადლობას გადავუხდი პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, ,,ქართული ოცნების” გუნდს იმ ნდობისთვის, რომელიც მე გამომიცხადეს”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
,,დიდი მადლობა ბატონ ირაკლის განსაკუთრებული ნდობის გამოცხადებისთვის”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
,,გვაქვს სამწუხარო გამოცდილება იმისა, რომ ხდება ინსტრუმენტალიზირება უცხოური მონაწილეობისა ქართულ პოლიტიკაში. ჩვენს ელჩებსაც არ იწვევენ სხვა ქვეყნებში პარლამენტის პირველ სხდომებზე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
