ოქტომბერი 23 2024

პრეზიდენტი ან „მიაკაჩავეს“ და უკან დაახევინეს, ან ფული გადაუხადეს - „ლელოს“ არ უჭირს, რომ დისკომფორტი ფულით აღმოეფხვრა, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის შეცვლილ გადაწყვეტილებას, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არჩევნების შემდეგ წარადგინოს.


ოქტომბერი 22 2024

ჩვენ მოგვიწია ძალიან სერიოზული წნეხის გაძლება იმისათვის, რომ გადაგვერჩინა ჩვენი ქვეყანა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, გადაგვერჩინა ომისგან და განადგურებისგან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.


ოქტომბერი 22 2024

კუბას თავს ქარიშხალი “ოსკარი” დაატყდა, რომელსაც, სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.


ოქტომბერი 22 2024

არ ვაპირებთ, რომ საქართველო შევატოვოთ ადამიანს, რომლის მდგომარეობაც ჩვენი ქვეყნისთვის არის საშიში და ამავე დროს, უკიდურესად სამარცხვინო, - ასე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთო ლიდერი ანა ნაცვლიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილი მიერ „TV იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუს.


ოქტომბერი 22 2024

“ამ ფაშისტებს ჰგონიათ, ფეხბურთელებს და სპორტსმენებს დააბულინგებენ. რეალურად კი, ამხელა სპორტული ჯახები რომ გაქვს გადატანილი ადამიანს – ჟორჟოლიანებმა, დიღმელაშვილებმა და ელისაშვილებმა რა უნდა დაგაკლონ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.


ოქტომბერი 22 2024

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ იუწყება, რომ ორგანიზაციის მოკლევადიანი დამკვირვებლების ჯგუფი საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდება. მისიას ხელმძღვანელობენ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი კონგრესმენი ჯონ შიმკუსი, შვედეთის პარლამენტის წევრი მარგარეტა სედერფელდი და IRI-ის პრეზიდენტი დენ თვაინინგი.


ოქტომბერი 22 2024

ჯენზი თაობის წარმომადგენლის, „ნაცებისგან“ ბავშვობაწართმეული თედო ბიტბუნოვის ბულინგის მცდელობის შემდეგ ახლა სტარტს აღებინებენ ჩვენი გმირი ფეხბურთელების ბულინგის კამპანიას. აქაც მხოლოდ იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ კლიპში მიიღეს მონაწილეობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.


ოქტომბერი 22 2024

პარტიის, „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია მუქარად აღიქვამს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას მისი და მისი თანაგუნდელების გასამართლებაზე. გახარიამ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ყოფილ თანაგუნდელს სასოწარკვეთილი და შეშინებული უწოდა.


ოქტომბერი 22 2024

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ გასამართლდებიან ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მისი პარტიის წევრები.


ოქტომბერი 21 2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბარში, შესაბამისი კითხვის პასუხად შეაფასა მოლდოვაში 20 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე და განაცხადა, რომ „ვერავითარი ტესტი ვერ ჩააბარა, დემოკრატიის ტესტი, მოლდოვამ ამ არჩევნების სახით“. ამასთან, მან კრიტიკულად შეაფასა ევროკავშირის ლიდერების განსხვავებული დამოკიდებულება საქართველოსა და მოლდოვის, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების მიმართ და თქვა, რომ ეს არის „სირცხვილი“.


გვერდი 301 სულ 967
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.