ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებას ალიანსის ზოგიერთი ძირითადი წევრი წინააღმდეგობას უწევს, – ამის შესახებ Politico წერს.
განათლების სექტორში გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, მთავარ ინიციატივას გამოვყოფ – ეს არის თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კამპუსების მშენებლობა, რაც სახელმწიფო უნივერსიტეტის რესურსებს მნიშვნელოვნად გააფართოებს, – ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური საუნივერსიტეტო კლინიკა „ეუ დენტს” შორის მემორანდუმი გაფორმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
ბატონ პაპუაშვილს ვეტყვი, რომ აჯაფსანდალი ძალიან გემრიელი კერძია, -ასე გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, თეონა აქუბარდია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ოპოზიციის სახით აჯაფსანდალი გვაქვს და იმასაც ვერ ბედავენ თქვან, როგორია მათი მთავრობის შემადგენლობა".
საქართველო ათწლიანი ზრდის პროგნოზის სამი მიმართულებით მსოფლიოს საუკეთესო სამეულებში მოხვდა. მონაცემებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქვეყნებს.
“ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თბილისის ქუჩებში დილიდან მსვლელობას მართავენ. დაწყებულია ბაიკერების მსვლელობაც.
ჩოხატაურში მომხდარი ავარიისას დაშავებული მეოთხე ახალგაზრდა, სოსო მეფარიშვილი გარდაიცვალა.
[„ქართული ოცნება“] აზრზე არ არის, როგორ იმართება საგარეო პოლიტიკა - საპატიო თავმჯდომარესაც აგიჟებენ, იმ დონემდე მიიყვანეს, რომ უხარია, აშშ-ის ელჩმა ორი თუ სამი კვირის შემდგომ შეხვედრა რომ დაუნიშნა და ბედნიერია - ყოჩაღ! ძალიან მაგარი პროგრესია! თუ ასეთი ტემპით იარეს, ევროკავშირში კი არ მოგვიყვანენ, პროვინციალიზმის ჭაობში დაგვტოვებენ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენთან არჩევნებს არ ატარებენ „ენჯეოები“, საელჩოები და უცხოელი დამკვირვებლები. ჩვენთან არჩევნებს ატარებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
