პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, სამთავრობო კომისია შეიქმნება, რომელიც საუნივერსიტეტო რეფორმაზე იმუშავებს
4-წლიან პერსპექტივაში ჩვენ თვისებრივად უნდა გარდავქმნათ საუნივერსიტეტო სისტემა, უმაღლესი განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, საუნივერსიტეტო რეფორმაზე იმუშავებს სამთავრობო კომისია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.
„გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამბიციური ამოცანა, საუნივერსიტეტო რეფორმის მიმართულებით. ჩვენ ვქმნით სამთავრობო კომისიას, რომელიც იმუშავებს საუნივერსიტეტო რეფორმაზე. 4-წლიან პერსპექტივაში ჩვენ თვისებრივად უნდა გარდავქმნათ საუნივერსიტეტო სისტემა, უმაღლესი განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში. დღეს არ არის დამაკმაყოფილებელი უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. და რესურსები არის ძალიან დიდი ამ მიმართულებით. მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ყველა რესურსი, იმისათვის, რომ 4 წელიწადში ჩვენ მივიღოთ თვისებრივად განახლებული სისტემა. თავისუფლად არის შესაძლებელი ის, რომ 4 წელიწადში ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს ზუსტად იმ ხარისხის განათლება, რა ხარისხითაც ის იღებს განათლებას ევროპულ ქვეყნებში. ამისათვის უნდა დაისახოს კონკრეტულად გაწერილი გეგმა და ამაზე იმუშავებს სამთავრობო კომისია, რომელსაც ვუხელმძღვანელებ მე, მოადგილე იქნება განათლების მინისტრი, ბატონი ალექსანდრე წულაძე და ამ კომისიის მდივანი იქნება ბატონი ლევან იზორია, რომელიც გახლავთ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლებისა და მეცნიერების საკითხებში. აქაც არცერთი დღე და არცერთი კვირა არ უნდა ჩავაგდოთ. ინტენსიური მუშაობა დაგვჭირდება იმისათვის, რომ 4 წლის თავზე ჩვენ სრულად მივაღწიოთ დასახულ მიზანს”, – განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
