უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლით შეხვედრაში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლისა და გასვლის პროცედურა გაამარტივა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გახარიას არ ჰქონდა წინა ხელისუფლებასთან არც პირდაპირი, არც ირიბი კავშირი, არც საქართველოში არ ცხოვრობდა თავის დროზე, მაგრამ მას აქვს უკვე მჭიდრო კავშირი ახლა ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან, რადიკალურ ოპოზიციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელის მიერ ბეირუთზე განხორციელებულ თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულია, სულ მცირე, 92 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ფლორიდის შტატში გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. დამანგრეველმა ქარიშხალმა „მილტონმა“, რომელსაც თან ახლდა ტორნადო და კოკისპირული წვიმა, ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, სულ მცირე 15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სულ მცირე 16 დაღუპულის შესახებ იუწყება ტელეკომპანია CBS-ი.
,,საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ კიდევ ერთხელ, კარგად გაიხსენონ და გააანალიზონ ჩემს მიერ ჩამოთვლილი ფაქტები. სააკაშვილიც, გვარამიაც, ხაზარაძეც და გახარიაც ერთი ხელიდან მართული აგენტურაა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მინიმუმ ორი მათგანი, უდიდესი ალბათობით, ბარიერს ვერ გადალახავს, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ამ ოთხი აგენტურული პარტიიდან ნებისმიერისთვის მიცემული თითოეული ხმა, გადაჭარბების გარეშე, არის არა მხოლოდ უდიდესი ხიფათის შექმნა ჩვენი მშვიდობიანი და ღირსეული ხვალინდელი დღისთვის, არამედ ქვეყნის არსებობისთვისაც კი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის პარტიები დღეს ბევრად უფრო დიდ ხიფათს წარმოადგენს ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე ყველასათვის გაშიფრული „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი ფლანგი და მათი მთავარი დავალება კი, სწორედ ნაცმოძრაობის კრიმინალური წარსულის ჩამორეცხვა იქნება.
„შეჯამებისთვის უნდა ითქვას, რომ თუ სააკაშვილი და მისი გუნდი პატრონებმა ნელ-ნელა ჩაიყენეს სამსახურში და უამრავ, უსასტიკეს დანაშაულზე მოაწერინეს ხელი, ეს ყველაფერი გახარიას და ხაზარაძის თვალწინ ხდებოდა. მათ ძალიან კარგად იციან, რა სიმძიმის დავალებებს მიიღებენ და იღებენ, თუმცა წარსულის ცუდი გამოცდილება მათთვის არანაირი დაბრკოლება არ არის. ამიტომ, ერთიც და მეორეც დღეს ბევრად უფრო დიდ ხიფათს წარმოადგენს ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე ყველასათვის გაშიფრული „ნაციონალურ მოძრაობის“ ძველი ფლანგი. ერთ – ერთი პირველი და მთავარი დავალება კი, სწორედ ნაცმოძრაობის კრიმინალური წარსულის ჩამორეცხვა და ჟარგონზე რომ ვთქვათ, მათი სამართლებრივი „გაპრავება“ იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
“[ევროპარლამენტარების] რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ საქართველომ სანქციები უნდა დაუწესოს რუსეთს. შეგახსენებთ, ევროპის არცერთი ქვეყანა არ დარჩა, რომელიც არ თანამშრომლობს და არ ვაჭრობს რუსეთთან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა აცხადებს.
“უცხოელები გვეუბნებიან, რომ წამოგვყევით ჩვენ და თითებს უქნევენ ხელისუფლებას, რომელმაც მიიღო კანონი ოჯახის დაცვასთან დაკავშირებით და სოდომური ცოდვის საწინააღმდეგოდ. თითებს უქნევენ, თქვენ ეს კანონი რომ მიიღეთ, ამის გამო დაისჯებით, ვერ შემოხვალთ ჩვენთან და ათას რაღაცას მიედ-მოედებიან. თვალნათლივ ჩანს, ისინი გვაიძულებენ, მოლაპარაკებებში რომ შემოვიდნენ, ამიტომ ჩვენ აუცილებლად სოდომური ცოდვის პროპაგანდას გზა უნდა გავუხსნათ საქართველოში”, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ განაცხადა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებიდან 9 თვეში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტები მნიშვნელოვნად გაიზარდა
