საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე შევისწავლე უნგრელი დამკვირვებლების ანგარიში, ყველა ასპექტით იყო პოზიტიური, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების შესახებ იყო საუბარი ამიტომ მინდა, მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, – განაცხადა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
“არ არსებობს დედამიწის ზურგზე “ნაციონალური მოძრაობის” თუ მათთან აფილირებული პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობოების თუ მათი ტელევიზიების წარმომადგენელი, რომელიც ხოტბას არ ასხამდა ეუთო/ოდირს და მის რეპუტაციას”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი, პიტერ სიიარტო საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი პირველი და ერთადერთი ევროპელი ლიდერია, ვინც „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, - ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ, მალევე, - ჯერ კიდევ ცესკოს მონაცემების გამოქვეყნებამდე. 28 ოქტომბერს კი, ორბანი თბილისში ჩამოვიდა.
რუსეთის სამხედრო ძალებმა მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ ხარკოვზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ღამის სამი საათისთვის ავიადარტყმა იყო ხარკოვის ოსნოვიანსკის რაიონზე.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
დიმიტრი მედვედევმა-რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ სოციალურ ქსელში პლატფორმა X-ზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, პატივი სცენ კანონის უზენაესობას და საქართველო ევროატლანტიკური მომავლისკენ წაიყვანონ.
მინდა ქართველ ხალხს გადავუხადო მადლობა. ყველაზე რთულ წუთებშიც ქართველი ხალხი იდგა ჩვენს გვერდით და სწორედ ამან მოგვცა ჩვენ ყველა სირთულის დაძლევის საშუალება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის შეფასებით, განსაკუთრებით ეს 4 წელი იყო ურთულესი.
„მთლიანად 12 წელი იყო რთული, არცერთი წელი არ იყო იოლი, სხვადასხვა ტიპის გამოწვევები გვქონდა, მაგრამ განსაკუთრებით რთული იყო ბოლო 4 წელიწადი სხვადასხვა მიზეზების გამო, არ ჩავუღრმავდები და ყოველ ჯერზე, სადაც იყო განსაკუთრებით რთული მომენტები, ეპიზოდები, წუთები ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, ქართველი ხალხი დადგა იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ქართველმა ხალხმა გამოავლინა განსაკუთრებული სიბრძნე, რაც ეფუძნება იმ გამოცდილებას, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ მიიღო 90-იანი წლებიდან მოყოლებული. ამიტომ, განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ქართველ ხალხს გამოცხადებული ნდობისთვის”, – აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე მადლობა გადაუხადა მთავრობის წევრებს.
„ბოლოს გადაგიხდით თქვენ მადლობას, მინისტრებს, მთავრობის წევრებს. თითოეული თქვენგანის წვლილი ამ გამარჯვებაში არის განსაკუთრებული. თქვენ აკეთებდით უმნიშვნელოვანეს საქმეებს გასული 4 წლის განმავლობაში. ძალიან დეტალური და ვრცელია იმ საქმეების ჩამონათვალი, რომელიც თქვენ გაქვთ გაკეთებული. ეს ყველაფერი საკმაოდ ხელშესახებია საზოგადოებისთვის. ჩვენ გვქონდა, მათ შორის, გასული 2-3 თვის განმავლობაში არაერთი მასშტაბური პროექტის წარდგენის საშუალება ჩვენი საზოგადოებისთვის და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თქვენი წვლილი ამ გამარჯვებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. თითოეულ თქვენგანს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. დღეიდან განვაახლებთ ყოველდღიურ მუშაობას, შრომას, იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარების სრულიად სხვა დონეზე გადავიყვანოთ 4 წლის თავზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„სამართლიანი არჩევნები“ განმარტავს, რატომ არ აქვეყნებს პარალელური დათვლის მონაცემებს.
