გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი იმ პარტიების წარმომადგენლებს, რომლებმაც ბუნდესტაგში საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, მადლობას უცხადებს.
სამწუხაროა, რომ გერმანიის ბუნდესტაგი, რომელიც ჩემთვის ყოველთვის ძალიან პატივსაცემი ინსტიტუცია იყო, დღეს, საქართველოში საარჩევნო პროცესებში ჩართეს - ეს არის იმის გაგრძელება, რაც ჩვენ ევროპარლამენტის რეზოლუციის სახით ვიხილეთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გერმანიის ბუნდესტაგის მიერ საქართველოს საკითხზე რეზოლუციას - „საქართველოს ევროპული მომავლის“ მხარდაჭერას გამოეხმაურა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის „საარჩევნო პროცესებში გარე ჩარევის მცდელობა“.
„მგონია, რომ ეს არის იმის გაგრძელება, რაც ჩვენ ევროპარლამენტის რეზოლუციის სახით ვიხილეთ. ჩვენთვის ყველა უსამართლო რეზოლუციას, განცხადებას ჩალის ფასი აქვს, ეს ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას. ეს არის საარჩევნო პროცესებში გარე ჩარევის მცდელობა, თუმცა ამას ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება. თავისთავად სამწუხაროა, რომ გერმანიის ბუნდესტაგი, რომელიც ჩემთვის ყოველთვის ძალიან პატივსაცემი ინსტიტუცია იყო, დღეს, საქართველოში საარჩევნო პროცესებში ჩართეს. ეს უბრალოდ სწორი არ არის. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ასეთ აქტებს ვერ ექნება ვერავითარი გავლენა საქართველოში არჩევნების შედეგებზე. ქართველი საზოგადოება საკმარისად გამოცდილია იმისათვის, რომ თავად მიიღოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, „ხომ არ გიქმნით უხერხულობას ის, რომ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას იცავდა“, პრემიერმა აღნიშნა, რომ „ყველაზე მეტი უხერხულობა ამ რეზოლუციამ თავად ბუნდესტაგის შესაბამის წევრებს უნდა შეუქმნას“.
„მე უხერხულობას მიქმნის ის, რომ გერმანიის ბუნდესტაგში აბსოლუტურად უსამართლო რეზოლუცია მიიღეს. პირდაპირ ვიტყვი, ეს არის ისეთი რეზოლუცია, რომელსაც არაფერი კავშირი აქვს სამართლიანობასთან, პრინციპებთან. ძალიან სამწუხაროა, როცა ბუნდესტაგი იღებს ისეთ რეზოლუციას, სადაც კიდევ ერთხელ იმ ადამიანების დასჯას ითხოვს, რომლებსაც ამ ქვეყანაში დემოკრატიული გარდატეხა აქვს განხორციელებული; როცა ბუნდესტაგის რეზოლუცია ეფარება კრიმინალებს. ძალიან შემაშფოთებელია, როცა ითხოვენ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის არ მიღებას და ა.შ. სწორედ ეს არის ის, რაც ქმნის უხერხულობას. ჩემთვისაც უხერხულია ეს ყველაფერი გამომდინარე ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულებიდან გერმანიის ბუნდესტაგის, პარლამენტის ინსტიტუტის მიმართ. თუმცა ყველაზე მეტი უხერხულობა ამ რეზოლუციამ, თავად ბუნდესტაგის შესაბამის წევრებს უნდა შეუქმნას.
გასულ წელს ევროკავშირმა EU4Business ინიციატივის მეშვეობით, მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) ზრდისა და განვითარების მხარდასაჭერად საქართველოში 44 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა – ინვესტიციის შედეგად შეიქმნა სამუშაო ადგილები, გაიზარდა ექსპორტი, დაინერგა ინოვაციები, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის გაძლიერებასა და განვითარებას,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლით შეხვედრაში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლისა და გასვლის პროცედურა გაამარტივა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გახარიას არ ჰქონდა წინა ხელისუფლებასთან არც პირდაპირი, არც ირიბი კავშირი, არც საქართველოში არ ცხოვრობდა თავის დროზე, მაგრამ მას აქვს უკვე მჭიდრო კავშირი ახლა ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან, რადიკალურ ოპოზიციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელის მიერ ბეირუთზე განხორციელებულ თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულია, სულ მცირე, 92 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ფლორიდის შტატში გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. დამანგრეველმა ქარიშხალმა „მილტონმა“, რომელსაც თან ახლდა ტორნადო და კოკისპირული წვიმა, ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, სულ მცირე 15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სულ მცირე 16 დაღუპულის შესახებ იუწყება ტელეკომპანია CBS-ი.
