" მზია ამაღლობელი არის ჩვენი სინდისი, ჩვენი სახე, სიამაყე, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ივანიშვილის რეჟიმის მცდელობას, საქართველო რუსეთში ჩაითრიოს"- სალომე ზურაბიშვილი
„თავისუფლება მზია ამაღლობელს“ შიმშილობის მე-17 დღეს ხდება „გადავარჩინოთ მზია ამაღლობელი“, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მისი თქმით, მზია ამაღლობელი არის ქართული საზოგადოების სახე და სიამაყე ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიების ფონზე.
„ის არის ჩვენი სინდისი, ჩვენი სახე, ჩვენი სიამაყე რეპრესიების პირისპირ, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ივანიშვილის რეჟიმის მცდელობას, ჩაითრიოს საქართველო რუსეთში!“- წერს ზურაბიშვილი.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
