ოქტომბერი 28 2024

ჩვენი პარტია „ოცნების“ არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს, წერტილი! - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, გამოიყენებენ თუ დათმობენ საპარლამენტო მანდატებს.

 

გახარიამ არჩევნების გაყალბებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხალხს არჩევნები მოპარა.

 

"ჩვენი პარტია „ოცნების“ არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს, წერტილი და ამ საკითხს მეორედ აღარ დავუბრუნდები!" - განაცხადა გახარიამ.

 

ინფორმაციისთვის, გიორგი გახარიას პარტიამ პარლამენტში 12 მანდატი მოიპოვა.


ოქტომბერი 28 2024

საქართველოში არჩევნები მოიგო არა ბრიუსელის და ლიბერალური „მეინსტრიმის“ მიერ შეთავაზებულმა ძალამ, არამედ მმართველმა პარტიამ, რომელიც მხარს უჭერს სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ოჯახს, რომელიც ღიად აყენებს ეროვნულ ინტერესებს წინა პლანზე, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.


ოქტომბერი 28 2024

“თქვენ გახსოვთ, როგორ იფიცებოდა ოპოზიცია, ქალბატონი სალომე, რომ შეუძლებელია, რამე მოხდეს აპარატურასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.


ოქტომბერი 28 2024

ოპოზიცია ვერ ეგუება საარჩევნო მარცხს და მათთან ერთად დგანან ის ენჯეოები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში იბრძოდნენ საკუთარი ფინანსების გაუმჭვირვალობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


ოქტომბერი 24 2024

დაბა კრწანისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი ბაზის პრეზენტაციის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანა შეიძინეს.


ოქტომბერი 24 2024

თურქეთმა ერაყსა და სირიაში „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ დაკავშირებულ სამიზნეებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.


ოქტომბერი 24 2024

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.


ოქტომბერი 24 2024

სრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანში „ჰეზბოლას“ 160-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს.


ოქტომბერი 24 2024

25 ოქტომბერს გამოცხადებულ უქმე დღეს საქართველოს მასშტაბით მუნიციპალურ ცენტრებში მდებარე იუსტიციის სახლის 33 ფილიალი იმუშავებს და მომხმარებელს მხოლოდ პიროვნებასთან დაკავშირებულ მომსახურებებს მიაწვდის, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლის პრესსამსახური ავრცელებს.


ოქტომბერი 24 2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ნიგერიის, ირანის, ეგვიპტის და განას, ჯამში 7 მოქალაქე დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.


გვერდი 299 სულ 967
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.