,, არ იქნება USAID, იქნება სხვა ფონდი, რომელიც ახალი პოლიტიკით გასცემს გრანტებს"- თამარ ჩიბურდანიძე
პარტია „ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე USAID-ის დახურვის დაანონსებისა და ქართველი რადიკალების ახალი სტრატეგიის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„დემოკრატიის მცველების” ხმა დიდი ხანია აღარ გვსმენია ისე რიხიანად და ალბათ ახლა ,,ახალი დემოკრატიის” დაცვისთვის ემზადებიან. ეს ის ახალი დემოკრატიაა, რომელსაც ჩვენ წარსულშიც ვიცავდით და რისთვისაც ისინი ,,ქართულ კოშმარს” გვიწოდებდნენ”- წერს თამარ ჩიბურდანიძე და აღნიშნავს, რომ USAID-ის ნაცვლად იქნება სხვა ორგანიზაცია, რომელიც ახალი პრინციპით გასცემს გრანტებს და არ იქნება გასაკვირი თუ გიგაური და სხვა რადიკალები ტრადიციების დამცველები გახდებიან, რადგან მათთვის მთავარი არა პრინციპები, არამედ ფინანსური ღირებულებებია.
,,ახლა გავიგებთ, ჩვენი მდიდარი ენჯეო სექტორი იმ ღირებულებებისადმი იყვნენ ერთგულნი თუ მხოლოდ მილიონების? დავინახავთ, მარტო დატოვებენ ლგბტ თემის წარმომადგენლებს თუ კვლავ იბრძოლებენ მათი უფლებების დასაცავად შიშველი ხელებით, მხოლოდ იდეის დონეზე? ბუნებრივია, ისინი ლიბერალები არიან და საერთო ღირებულებები აქვთ, მაგრამ ვფიქრობ, ფინანსური ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია მათთვის.
არ იქნება USAID, იქნება სხვა ფონდი, რომელიც ახალი პოლიტიკით გასცემს გრანტებს. არავის არ გაუკვირდეს, რომ გიგაური და მისნაირები ახლა ტრადიციების დამცველებად მოგვევლინონ, ხმალამოწვდილებმა ,,დაიცვან” ეკლესია, რწმენა, ოჯახური ღირებულებები და თქვენ წარმოიდგინეთ, ქალსა და კაცს შორის უფლის მიერ დაწესებული ურთიერთდამოკიდებულებაც კი. რას იზამ, როცა მიჩვეული ხარ განცხრომით ცხოვრებას, აზრი აღარ აქვს ვის უფლებებს იცავ, მთავარია ფული აიღო.
,,დემოკრატიის მცველების” ხმა დიდი ხანია აღარ გვსმენია ისე რიხიანად და ალბათ ახლა ,,ახალი დემოკრატიის” დაცვისთვის ემზადებიან. ეს ის ახალი დემოკრატიაა, რომელსაც ჩვენ წარსულშიც ვიცავდით და რისთვისაც ისინი ,,ქართულ კოშმარს” გვიწოდებდნენ. იმედია, ქართველი ლიბერალების პატრონები ამერიკის სენატში ტექსტს თუ არა, რეზოლუციის დასათაურებას მაინც შეცვლიან, რადგან კოშმარი უკვე საკუთარ სახლში აქვთ,”- წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
