სასიამოვნო არაა ის ურთიერთობები, რაც ახლა დასავლეთთან და აშშ-სთან არის - არაერთხელ განგვიმარტავს, რომ მზად ვართ, ურთიერთობები გავაჯანსაღოთ, მთავარია ეს ორმხრივი იყოს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ პოლიციელს, მათ შორის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, მათ შეძლეს ამ ქვეყანაში „მაიდნის” ჩაშლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს განცხადებები არის სიტყვების ბრახაბრუხი. გაიხსენეთ, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებითაც მათი განცხადებები, რომ ჩვენ ვრჩებით ქართველი ხალხის ერთგული, მაგარი ხალხი ხართ ქართველები, მაგრამ აი, ხელისუფლება გყავთ ცუდიო“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას საგარეო საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებების კომენტირება სთხოვეს, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა, ქართველ ხალხს კი სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
“ჩვენსა და ევროკავშირს შორის დაძაბულობა დაიწყო უკრაინაში ომის დაწყებისას, ტრამპის გაცხადებული გეგმა, რომ ომი უნდა დასრულდეს, სრულიად შეცვლის საქართველოში ყველა პირობას”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, მარიამ ლაშხმა განაცხადა.
“კეზერამ და მისმა მინიონებმა – მას შემდეგ, რაც ყველაფერში გრანდიოზულად ჩაისვარეს, ცილისმწამებლური კამპანია წამოიწყეს, რომ მე “ქართული ოცნება” მაფინანსებს”, – ამის შესახებ “ფედერალისტების“ ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ომის შედეგად განადგურებული უკრაინის ქალაქების აღდგენას 100 წელი დასჭირდება.
მინდა მადლობა გადავუხადო ხუთ ქვეყანას, რომლებმაც ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე, ესენი არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მიმართავს, დასაჯონ ისინი, ვინც ანგრევს საქართველოს მომავალს და უზრუნველყოფს რუსეთის გამარჯვებას.
კახა კალაძე კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, ამერიკელი ეკონომისტისა და საჯარო პოლიტიკის ანალიტიკოსის, ჯეფრი საქსის ინტერვიუს ეხმაურება, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება სიფრთხილე და წინდახედულობა, რის შესახებაც ის ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილს აფრთხილებდა.
მოსამართლე ლევან გელოვანმა ოთხიათასლარიანი გირაოთი შეუცვალა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს ალეკოს ელისაშვილს. ის პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე იყო ბრალდებული.
