December 22, 2025

ოქტომბერი 21 2024

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, კონგრესმენი ჯერი კონოლი მიიჩნევს, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანების შესახებ საუბარი მხოლოდ მას შემდეგ ღირს, რაც უკრაინა თავისი ტერიტორიების სუვერენიტეტს აღიდგენს. ამის შესახებ კონოლიმ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.


ოქტომბერი 18 2024

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ 20 ოქტომბერს, ზღვის უბნის პარკის გახსნის ღონისძიებაზე ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტი არ შედგება.


ოქტომბერი 18 2024

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა თინათინ რუხაძემ დაიკავა.


ოქტომბერი 18 2024

საქართველოში არსებული ვითარების გამო შეშფოთება გამოვხატეთ - მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ფაქტობრივად, იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.


ოქტომბერი 18 2024

მე ვმღერი, მე ვიმღერებ! - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, 20 ოქტომბერს თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე, მომღერლებიდან ვინ მიიღებს მონაწილეობას.


ოქტომბერი 18 2024

ბოლო წლებია, ცესკოს თავმჯდომარეს ჰყავს დაცვა, აქ რაიმე უჩვეულო ან ექსკლუზიური შემთხვევა არ მომხდარა, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მხრიდან მისთვის დაცვის დანიშვნის საკითხს.


ოქტომბერი 18 2024

18 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ნათია იოსელიანმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია წარადგინა.


ოქტომბერი 18 2024

2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს 199 109 სრულწლოვანი მოქალაქე არც საქართველოს მოქალაქის პასპორტს, არც ელექტრონულ პირადობის მოწმობასა და არც არაელექტრონულ პირადობის მოწმობას არ ფლობს.


ოქტომბერი 17 2024

ვეტერანი ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსია ნებისმიერ საზოგადოებაში, რომლისთვისაც თავისუფლება უმთავრესი ფასეულობაა. სახელმწიფოს სიძლიერე განისაზღვრება იმით, როგორია მისი დამოკიდებულება სამშობლოს დამცველებისადმი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.


ოქტომბერი 17 2024

„ქართული ოცნების“ მშვიდობიან პოლიტიკას რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა დაუჭიროს მხარი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.


გვერდი 293 სულ 959
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.