,,მინდა, ყველას მივმართო, ვინც ჩემთან შეჯიბრს გააგრძელებს - ძალიან პატარა ხალხი ხართ!"- მიხეილ სააკაშვილი
მინდა, ყველას მივმართო, ვინც ჩემთან შეჯიბრს გააგრძელებს - ძალიან პატარა ხალხი ხართ! - მეცინება, რომ მართლაც ჰგონიათ, ამ გაუბედურებულ, პატარა ქვეყანაში მე რაიმე თანამდებობის დაკავებაში თქვენი კონკურენტი ვარ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ის მთელი მსოფლიოს ისტორიაში უკვე საკმარისი ასოებით ჩაიწერა.
„მე მინდა მივმართო მათ, ვინც დღევანდელ მდგომარეობაზე კიდევ აგრძელებს პარტიულ თამაშს - პარტიებს, სხვადასხვა ბანერებს და ა.შ.: ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ეს თამაში დასრულებულია? საქართველოს მატარებელი, რომელიც ჩქარი ტემპით მიდიოდა საამაყო 9 წელიწადში, ჯერ დამუხრუჭდა და საბოლოოდ, დეპოში აღმოჩნდა. საქართველოში დამყარდა კლეპტოკრატიული დიქტატურა, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველგვარ პარტიულ თამაშს არანაირი აზრი არ აქვს. ახლა სამშვიდობოზე მხოლოდ ერთიანი წინააღმდეგობის ფრონტი გაგვიყვანს, ყოველგვარი პარტიული განსხვავების გარეშე.
მინდა, ყველას მივმართო, ვინც ჩემთან შეჯიბრს გააგრძელებს - ძალიან პატარა ხალხი ხართ. მეცინება, რომ მართლაც ჰგონიათ, რომ ამ გაუბედურებულ, პატარა ქვეყანაში მე რაიმე თანამდებობის დაკავებაში თქვენი კონკურენტი ვარ. მე საკმარისი ასოებით ვარ უკვე ჩაწერილი მთელი მსოფლიოს ისტორიაში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
