სექტემბერი 01 2025

ყველა ქვეყანა არ არის ისეთი, რომელიც ფიქრობს, რომ მთელი ერი უნდა დაისაჯოს იმისთვის, რომ არ გამოდიან და ხაბეიშვილების რევოლუციურ იდეას მხარს არ უჭერენ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.


სექტემბერი 01 2025

„ცხოვრებაში კანონდარღვევა არ ჩამიდენია და არ გადამიდგამს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი. ვერ წარმოადგენთ მსგავს ფაქტს, რადგან ასეთი რამ არ არსებობს“, – ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა მედიასთან ე.წ. ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის საკითხის შესახებ ისაუბრა.


სექტემბერი 01 2025

„2025 წლის ივლის-აგვისტოში შედარებით მოიმატა კორონავირუსის ხვედრითმა წილმა. ბოლო კვირის მონაცემი, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვაძლევს, მიუთითებს, რომ კორონავირუსი ახლა არის უპირატესი ვირუსი”, – ამის შესახებ, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.


სექტემბერი 01 2025

სამოქალაქო აქტივისტი, ფოტოგრაფი არჩილ გეგენავა “ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატს, მის მეგობარს დავით ერემეიშვილს ღია წერილით მიმართავს.


სექტემბერი 01 2025

კიდევ ერთხელ, ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო ასპარეზზე არ ჰყავს ხელის ჩამომრთმევი - ეს წერილი ნამდვილად სასაცილო იქნებოდა, ტრაგედია რომ არ იყოს და არ ეხებოდეს ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძემიხეილ ყაველაშვილის ღია წერილს, რითაც ის აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიმართავს.


სექტემბერი 01 2025

“იმდენად კომიკური გახდა “ნაცმოძრაობის” ფილიალებში დაპირისპირება, რომ სერიოზულ კომენტარსაც კი ვეღარ გააკეთებ”, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – “ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.


სექტემბერი 01 2025

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ.


სექტემბერი 01 2025

ავღანეთის აღმოსავლეთში 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი სახელმწიფო ტელევიზიისა და ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა დაახლოებით 500-ს შეადგენს, დაშავებულია 1 000-ზე მეტი ადამიანი.



აგვისტო 30 2025

იტალიელი ჟურნალისტისა და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძე „ვილიარეალის“ ფეხბურთელი გახდა.


გვერდი 124 სულ 986
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.