ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6971 ლარი გახდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი მამუკა მდინარაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.
სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
“სიტყვა “დამხობა” არ შეიძლება, მშვიდობიანი იყოს, დამხობა და მშვიდობა ერთმანეთს გამორიცხავს”, – ამის შესახებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
“ძლიერ სახელმწიფოს სჭირდება ძლიერი სპეცსამსახურები,” – ამის შესახებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით, ერთადერთი საფუძველი იმ სპეკულაციებისა, რაც გვესმის არის ამორალურობა, რომლის ფარგლებშიც გარკვეული პერსონალური თუ სხვა საკითხების გათვალისწინებით საგამოძიებო ორგანოები რაღაცებს ვერ ამბობენ, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მიმართულება, რომელიც უშიშროების სამსახურებს განსაკუთრებული სპეციფიკაციის ნიშანს აძლევს, არის ის, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20%-მდე ოკუპირებულია. ეს უდიდესი გამოწვევაა. თუ იმ პერიოდში, როდესაც მე ამ სამსახურს ვუხელმძღვანელებ, ის ყინული, რომელიც ნელ – ნელა უნდა დაიძრას და დაიძვრება, როგორც ბევრი ხვდება, საბოლოოდ დაიძვრება, ეს მიიყვანს ქვეყანას გამთლიანებამდე. ბუნებრივია, არ არსებობს ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ უბედნიერესი არ იქნება, და მეც მათ რიგში ვარ – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
“4 ოქტომბერს ვატარებთ ეროვნულ კრებას. უკვე შეკვეთილია ორი მილიონი მოსაწვევი, რომლითაც უნდა მისცენ ხმა”, – ამის შესახებ, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ ისაუბრა.
აშშ-ის სამხედროებმა ვენესუელიდან წამოსული გემის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი მოკლეს,- ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს.
“კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, საბა სხვიტარიძე, სასამართლომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, მირიან ქავთარაძის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში დამნაშავედ ცნო.
