September 11, 2025

ვარენიკი კარტოფილითა და ყველით

ინგრედიენტები:
 
ვარენიკის ცომი
 
 
10   ცალი საშუალო კარტოფილი
 
 
34  ს/კ მარილი
 
 
34  ჭიქა გახეხილი მოცარელა
 
 
120   გრამი კრემ–ყველი
 
 
3   ს/კ გამდნარი კარაქი
 
 
მომზადების წესი:
 

კარტოფილი გათალეთ, გარეცხეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით.

 

გადაიტანეთ საშუალო ქვაბში, წყლით დაფარეთ და ¾ ს/კ მარილი დაუმატეთ.

 

აადუღეთ და ხარშეთ 15 წუთით კარტოფილის დარბილებამდე.

 

გადმოდგით გაზქურიდან, გადაწურეთ და 5 წუთით გააგრილეთ. ჩაზილეთ და დაუმატეთ 3 ს/კ გამდნარი კარაქი, შემდეგ კრემ–ყველი (ოთახის ტემპერატურის), წვრილად გახეხილი მოცარელა და კარგად ჩაზილეთ.

 

წინასწარ გამზადებული ცომი 4 ნაწილად დაყავით და თითოეული ფქვილმოყრილ ზედაპირზე 3 მმ სისქეზე გააბრტყელეთ. ჭიქით წრეები გამოჭერით და კოვზით კარტოფილისა და ყველის შიგთავსი გადაიტანეთ. ვარენიკები კარგად შეკარით.

 

დიდ ქვაბში აადუღეთ წყალი და დაუმატეთ 1 ს/კ მარილი. მდუღარე წყალში ჩაყარეთ ვარენიკები და ხარშეთ წყლის ზედაპირზე ამოტივტივებამდე. რამდენჯერმე კარგად ამოურიეთ, რომ ქვაბის ძირს არ მიეკრას. გემრიელად მიირთვით.

წაკითხვა 54 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 11 2025

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.