სექტემბერი 02 2025

ჩვენ გვაქვს მტკიცებულება: აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მხრიდან მხილება, რომ უცხო ფული გამოიყენებოდა სხვა ქვეყნებისდესტაბილიზაციისთვის. ამიტომ დაიხურა ყველა ის ორგანიზაცია, მათ შორის USAID-ი, რომელსაც ახალი ადმინისტრაცია თაღლით ორგანიზაციას ეძახის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაარასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების პროკურატურაში დაბარებაზე საუბრისას განაცხადა.


სექტემბერი 02 2025

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძე და კიდევ 7 პირი სასამართლომ აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ისინი ძალადობისთვის ცნო დამნაშავედ.


სექტემბერი 02 2025

“გიორგი გახარიამ ჩამოიხსნა ნიღაბი, ის თავის დროზე დასცინოდა პრეზიდენტ სააკაშვილს, აბა, თუ შეძლებს, ჩამოვიდესო. ახლა თვითონ მხდალი გაიპარა და იმალება ბერლინში”, – ამის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.


სექტემბერი 02 2025

“დღეს ის არ არის საქართველოს პარლამენტის წევრი, ის არის უცხო ქვეყნის რეზიდენტი”, – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.


სექტემბერი 02 2025

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ რუსეთის მოქალაქე ანტონ ჩეჩინი დამნაშავედ ცნო. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ჩეჩინს 8 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.


სექტემბერი 02 2025

მუსიკოსი, მომღერალი, მწერალი, მხატვარი და მსახიობი – მანანა მენაბდე გარდაიცვალა.


სექტემბერი 02 2025

“დღეს ოპოზიციის ყველა ლიდერი მამაკაცი ციხეშია, ბრემენელი მუსიკოსის გარდა”, – ამის შესახებ ,პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე, ანა დოლიძე „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე საუბრისას აცხადებს.


სექტემბერი 02 2025

პატარა გლდანში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა.


სექტემბერი 02 2025

“გიორგი გახარია იმდენად უტიფარია, რომ შეუძლია, სხვა ქვეყნის ბინადარი იყოს და ამ ქვეყნის მოსახლეობას ხმებს სთხოვდეს – პროცესები ისე ვითარდება, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მათი პარლამენტში შემოსვლა საკმაოდ ბუნებრივად მოხდება, “- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.



გვერდი 122 სულ 986
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.