“ყველასთვის მოსალოდნელი იყო, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი გაიზრდებოდა” – ნინო წილოსანი
“ყველასთვის მოსალოდნელი იყო, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი გაიზრდებოდა”, – ამის შესახებ, მმართველი გუნდის წევრი, ნინო წილოსანი “გორბის” კვლევის შედეგებზე საუბრისას აცხადებს.
“ვის შეიძლება, ამომრჩეველი ყველაზე მეტად ენდობოდეს – ეს არის „ქართული ოცნება“, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე. ჩვენ ვხედავთ მცირე ცვლილებებს „გახარია-ლელოს“ რეიტინგში და ეს განპირობებულია იმით, რომ ყველაზე უფრო მეტად რადიკალური ოპოზიციური პარტიები არ იღებენ მონაწილეობას და შესაბამისად, რაღაც პატარა ნაწილი „გახარია-ლელოს“ ანგარიშიდანაც გადმოვიდა. კახა კალაძის რეიტინგი 5-ჯერ და 10-ჯერ აღემატება მისი ოპონენტების რეიტინგს. ეს გვარწმუნებს, რომ „ქართული ოცნება“ ყველა მუნიციპალიტეტში პირველივე ტურში მოიპოვებს გამარჯვებას”, – განმარტავს წილოსანი.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
