ვაბანკზე წავიდნენ რადიკალური ოპოზიციის პატრონები, გამოიყვანეს ოპოზიციონერები პარლამენტიდან და შეიყვანეს ციხეში, ეს იყო ტაქტიკური თვალსაზრისით აბსოლუტურად ირაციონალური გათვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ქართული ოცნების გუნდის ყოფილი წევრი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც 2025 წლის გაზაფხულიდან გერმანიაში იმყოფება, ტვ პირველთან ინტერვიუში ადასტურებს, რომ მან გერმანიაში ბინადრობის უფლება მიიღო.
თბილისის მოქმედმა მერმა და მერობის მესამე ვადით კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს პროპორციული სია წარადგინა. 20 კანდიდატიდან 5 ქალია, 2 სპორტსმენი, 7 უკვე ყოფილა საკრებულოს დეპუტატი.
„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ მისი გუნდის 12-მა წევრმა საქართველოს პარლამენტში მანდატებით ისარგებლოს, თუმცა აცხადებს, რომ „ეს პირდაპირ დაკავშირებული იქნება“ მუნიციპალური არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოსთან.
“ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნების წინ შექმნა ილუზია, რომ „ნაცმოძრაობა“ ძლიერია და გაურკვეველი დაფინანსების წყაროებიშეუქმნა, ხოლო დღეს ქმნის ილუზიას, თითქოს, რევოლუციის თავი ჰქონდეს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
ბულგარეთში დაშვების მცდელობისას, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავს GPS ნავიგაცია გაუფუჭდა, – ამის შესახებ, CNN-ს კომისიის წარმომადგენელმა განუცხადა.
აშშ-ის დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6940 ლარი გახდა.
პარლამენტი მიმდინარე კვირას - 2 და 3 სექტემბერს ორ პლენარულ სხდომას გამართავს და ამის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობისარჩევნებამდე პლენარული სხდომების მხრივ ერთთვიან პაუზას აიღებს.
მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში მოხდა 2 860 საგზაო შემთხვევა, დაშავდა 3 860 და დაიღუპა 216 პირი. აღნიშნული მონაცემები წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საკმაოდ გაზრდილია. განსაკუთრებით საგანგაშოა ლეტალობა, რომელიც 20%-ით არის გაზრდილი. უკვე მოთმინების დრო არ არის და აქტიურად უნდა ვიმოქმედოთ, რადგან, პრაქტიკულად, ჩვენ თვალწინ იღუპებიან მოქალაქეები და ამ დროს, ჩვენ ვიცით, რომ ამის პრევენცია შესაძლებელია, - ამის შესახებ ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა „კვირის“ პრესკლუბში განაცხადა.
