“სამწუხაროდ, „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები, არაკომპეტენტურობასთან ერთად, არასერიოზულად იქცევიან. ამაზე მეტყველებს მათ შორის გახარიას საქციელი”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
ჩემს პერიოდში რაც ხდებოდა ორგანიზაციაში, რა თქმა უნდა, ყველაფერი ქართული საქმე იყო - ეს არის სამოქალაქო ორგანიზაციების მორიგი დევნა, დაყადაღების შემდეგ ორგანიზაციებს გაუჭირდებათ ფუნქციონირება, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების” ყოფილმა ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც ე.წ. „საბოტაჟის საქმეზე“ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 16 პირი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“ჩვენს ხელთ არსებული ფაქტებისა და გამოკითხულ პირთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2004 წლიდანვე, მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცხინვალის რეგიონსა და კოდორის ხეობასთან მიმართებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პროცესისთვის საზიანო ნაბიჯები გადადგეს, “ – ამის შესახებ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის დასკვნის წარდგენისას განაცხადა.
“პირველი თემა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა საგამოძიებო კომისიას საკვლევად განუსაზღვრა, გახლდათ ძალადობა – ძალადობა, ეს სიმბოლო “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის 9-წლიანი მმართველობისა, რომელიც ჩვენმა საგამოძიებო კომისიამ ორ ნაწილად დაყო და პირველ რიგში, ყურადღება მიაქცია და იკვლია თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხი,” – ამის შესახებ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა, კომისიის დასკვნის წარდგენისას განაცხადა.
“საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ პატიმართა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სხვადასხვა, სასტიკი მეთოდების გამოყენებას ჰქონდა თითქმის ყოველდღიური ხასიათი,”- ამის შესახებ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, კომისიის დასკვნის წარდგენისას განაცხადა.
“იწყება სამოცდამეთორმეტე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა”, – ამის შესახებ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.
პარლამენტმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის უფლებამოსილება ცნო. საუბარია 12 უფლებამოსილება შეწყვეტილი დეპუტატის ადგილმონაცვლის მანდატის ცნობაზე. საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაუჭირეს მხარი.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის განცხადებით, საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დაუსჯელობის სინდრომი იყო გამეფებული და მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდათ სამართალდამცავ სტრუქტურებს ძალადობის განხორციელებაზე.
