ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირების მორიგი შემთხვევა დადასტურდა.
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია, მერიისა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირები უერთდებიან პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ მომდევნო სამი თვის განმავლობაში, სახელისუფლებო გუნდის თანამდებობის პირებმა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის ერთი მესამედი გადარიცხონ.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ იმერეთის რეგიონში ცხელების ცენტრები დაათვალიერა. როგორც ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, იმერეთში სამი ცხელების ცენტრი მოქმედებს და სამივე მათგანი პაციენტებს სრულფასოვნად მოემსაუხრება.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებოდ შექმნილი სამუშაო ჯგუფები პერმანენტულ რეჟიმში აგრძელებენ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას, მათ შორის, საკარანტინო ზონაში, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების საპოლიციო დანაყოფებში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი რეისები შემდეგი მიმართულებით:
ღვთის მსახურებს უფლება გვაქვს, ღვთისმსახურებები აღვავლინოთ, რატომ გახდა ეკლესიის მიმართ მიზანმიმართული ეს ყველაფერი, რომ მაინც და მაინც ეკლესია უნდა დაიკეტოს, მაინც და მაინც ეკლესიაში ზიარება არ უნდა ხდებოდეს, არ მესმის“, - ამის შესახებ არქიმანდრიტმა იოანემ განაცხადა.