„რაც ახლა გააკეთა „ლელომ“, ამას ჰქვია ღალატი“ – ანა წითლიძე ორ პარტიას შორის გაფორმებულ მემორანდუმზე
პარტია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, იმას, რაც „ლელომ“ გააკეთა, ღალატი ჰქვია.
მისი თქმით, გახარიას პარტიასა და „ლელოს“ შორის მემორანდუმის გაფორმება, მმართველ პარტიასთან „პოლიტიკური ქორწინების“ აქტია, რაც ძალიან სამწუხაროა.
„დღეს გაკეთდა განცხადება, რომ ეს არის „პოლიტიკური ქორწინების“ აქტი, მაგრამ მე ამას სხვანაირად შევაფასებდი, გახარიას და „ლელოს“ მემორანდუმი ნამდვილად არის ბიძინასთან „პოლიტიკური ქორწინების“ აქტი და ძალიან სამწუხაროა, რომ აქამდე მივიდა „ლელო“. „არა არის დაფარულ, რომელიც არ გაცხადდება“ ბოლოს. შესაბამისად, საქართველო მოქალაქეები ამ დასკვნებს აკეთებენ და გააკეთებენ. ჩვენ შეგვიძლია საქართველოს მოქალაქეებს სიმართლის თქმით დასკვნების გაკეთებაში დავეხმაროთ. მე ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩვენ ძალიან ხშირად ვიკავებდით თავს, სახელი არ დაგვერქმია ყველაფრისთვის ამ 13 წლის განმავლობაში, მათ შორის, ოპოზიციურ ველზე. რაც ახლა გააკეთა „ლელომ“, ამას ჰქვია ღალატი. სასარგებლო იდიოტია თუ გარიგებაშია? მე არ მგონია, რომ სულელები არიან“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
