"ნაციონალური მოძრაობის“ სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არ არსებობს გარემოება, რომელიც შეცვლის ჩვენს პოზიციას რეჟიმთან ართანამშრომლობაზე"
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არ არსებობს გარემოება, რომელიც შეცვლის ჩვენს პოზიციას რეჟიმთან ართანამშრომლობაზე. სოლიდარობა ელენეს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.
„PACE-ში პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლების მოთხოვნით შემდგარი დებატიდან საქართველოში ვბრუნდებოდი, როდესაც ელენე ხოშტარიას მიერ შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილების შესახებ შევიტყვე.
წამით არ გამჩენია კითხვა – რატომ, რადგან ცხადზე ცხადი იყო, რომ მისი მიზანი ერთიანობის მიღწევაა თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რომელშიც შესვლა მას დამღუპველად მიაჩნია.
ეს არის პოზიცია, რომელსაც სრულად ვიზიარებ. არ უნდა იყოს საჭირო ადამიანის სიცოცხლის სასწორზე დადება იმისთვის, რომ ყველა დემოკრატიულმა ძალამ გააცნობიეროს, რომ რეჟიმთან ნებისმიერი ფორმით კომპრომისზე წასვლა დამღუპველია. მაგრამ მადლობა მას ასეთი თავგანწირვისთვის.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არ არსებობს გარემოება, რომელიც შეცვლის ჩვენს პოზიციას რეჟიმთან ართანამშრომლობაზე.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ისეთ პირობებში, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან თამაშის წესებს.
სოლიდარობა ელენეს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“, – წერს ბოკუჩავა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
