ზელენსკიმ ტრამპს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ზელენსკიმ ტრამპს მადლობა გადაუხადა უკრაინის მხარდაჭერისთვის.
14 ივლისს, ღამით გამართულ სატელეფონო საუბარს წინ უძღოდა პრეზიდენტ ტრამპის განცხადება, რომ თუ 50 დღის განმავლობაში უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმება არ იქნება, რუსეთის სავაჭრო პარტნიორებს მკაცრ ტარიფებს დაუწესებენ.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს გავლით მიიღებს ამერიკულ იარაღს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს Patriot-ი.
დონალდ ტრამპის ამ განცხადებებს 14 ივლისს კრემლისგან არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
