“რომც მოხდეს დღეს ჩამონგრეული შენობის რეკონსტრუქცია, სახლები აუცილებლად უნდა დაიცალოს და ის, რომ მოსახლეობა არ თანხმდება შენობის დაცლას უდიდესი პრობლემაა” - არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი
რომც მოხდეს დღეს ჩამონგრეული შენობის რეკონსტრუქცია და მერიამ ვთქვათ გამონახოს ამ შენობის რეკონსტრუქციის სახსრები ის აუცილებლად უნდა დაიცალოს, სხვანაირად არ შეიძლება. რაც კალაძემ ბრძანა, რომ მოსახლეობა არ თანხმდება, ეს უდიდესი პრობლემაა, – ამის შესახებ არქიტექტორმა, ირაკლი როსტომაშვილმა სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე საუბრისას გადაცემაში „პირველი ხაზი“ განაცხადა.
მისი თქმით, ისტორიულ ზონებში, მსგავს შენობებში, არის მე-3 და მე-4 კატეგორიის ავარიული სახლები და მათზე ვრცელდება საკუთრების უფლება, შესაბამისად მესაკუთრეების ნებართვის გარეშე სამუშაოებს ვერც მერია და ვერ ინვესტორი ვერ აწარმოებს.
„სხვათა შორის, ნიკო კახეთელიძემ ილაპარაკა ამ თემაზე და მე ვთვლი, რომ ნიკო კახეთელიძის მსგავსი ამ სფეროს მცოდნე ხელზე ჩამოსათვლელია. აქ არის მეორე საკითხი, საკრებულოში კანონი მისაღებია. წარმოიდგინეთ, როგორაა ისტორიულ ზონებში მსგავს შენობებში არის ავარიული სახლები მე-3, მე-4 კატეგორიის და ცხადია, უფლებრივი საკუთრებაა, მათი ნებართვის გარეშე იქ სამუშაოებს ვერც მერია, ვერც ინვესტორი ვერ აწარმოებს“, – განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
