"სადგურის მოედანთან" შენობის ჩამონგრევის ადგილზე სამძებრო სამუშაოები დასრულდა
თბილისში, "სადგურის მოედნის" მიმდებარედ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შედეგად დაშავებულთა ძებნა-შველის ოპერაცია დასრულებულია - ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 15 ივლისის 00:35 წუთზე გაავრცელა.
14 ივლისს საღამოს თევდორე მღვდლის ქუჩაზე 19:00 საათისთვის მომხდარი ნგრევის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი, დაშავდა - 1
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, შენობა ავარიული იყო. თუმცა, როგორც მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა თქვა, მაცხოვრებლებთან მიმდინარეობდა კომუნიკაცია შენობის დაცლაზე, მაგრამ ყველა მათგანისგან თანხმობა ვერ მიიღეს.
თბილისის მერიის ინფორმაციით კორპუსის მობინადრეებს დროებით სასტუმროში განათავსებენ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ნიშნავს და ისჯება ჯარიმით ან 2 წლამდე გამასწორებელი სამუშაოთი, ანდა თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე.
სიახლეები
- ცნობილია ვინ იბრძოლებს ქუთაისის მერობისთვის
- “სახეზეა საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებზე მიზანმიმართული, ძალადობრივი თავდასხმა, მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად და მოქალაქეთა დასჯის მიზნით, კრიმინალური მეთოდების გამოყენება” - საია
- “თბილისის საარჩევნო შტაბზე “ნაცი” ტიტუშკების თავდასხმები არჩევნებში გარე ჩარევის აშკარა მაგალითია, რომლის მიზანიც ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაა” – პაპუაშვილი
- რუსეთის თავდასხმას დონეცკში 21 ადამიანი ემსხვერპლა
- მზია ამაღლობელს Free Media Awards-ი გადაეცემა