ევროკავშირი მხარს უჭერს ღონისძიებას Global Hack კორონავირუსის წინააღმდეგ, კრიზიზის დაძლევისკენ მიმართული ჰაკათონის კონკურსში მონაწილეობა საქართველოსაც შეუძლია.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგიონულ სამმართველოში მივიდა და ინფექციების პრევენციისა და კონტროლის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, კახეთის რეგიონში, კონტროლის არეალი გაფართოვდა და საკონტროლო გამშვები პუნქტები რეგიონის შესასვლელებში მოეწყო.
“დაავადების პიკს, ალბათ, აპრილის შუა რიცხვებიდან უნდა ველოდოთ. ჩვენნაირ ქვეყნებში პირველად აღმოჩენილი შემთხვევიდან დაახლოებით 35-40 დღის შემდეგ დაიწყო ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი მატება. დაავადებულთა მაქსიმალური რაოდენობა ჩვენთანაც, ალბათ, აპრილის ბოლოს გამოვლინდება. კარანტინის პირობებში დღეში შეიძლება 20-30 შემთხვევა გამოვლინდეს. თუ თვეში 1000 შემთხვევაზე მეტი არ იქნება, ეს ნიშნავს, რომ კრიტიკული პაციენტების რაოდენობა საშუალოდ 5%-ია და მათ რეანიმაციას საქართველო უნდა გაუმკლავდეს. მთავარია, დავრჩეთ სახლში და ზედმიწევნით გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია”, - აცხადებს იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ბიძინა კულუმბეგოვი - “ქვეყნებში, სადაც ბცჟ აცრა სავალდებულოა, შედარებით ნაკლებია მძიმე შემთხვევების რაოდენობა”.
“საქართველოში არსებული მძიმე ფემიციდის ფონი, უფლებადამცველების თქმით, საგანგებო მდგომარეობის და კომენდატის საათის გამოცახდების შემდეგ კიდევ უფრო საგანგაშოა. მათი ინფორმაციით, იმის გამო, რომ პოტენციურად მოძალადე მამაკაცები მთელი დღის განმავლობაში სახლში იმყოფებიან, ფიზიკურმა, სქსუალურმა და ფსიქოლოგიურმა ძალადობის სტატისტიკამ ბოლო სამი კვირის განმავლობაში მოიმატა. ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია ამბობს, რომ სამი კვირის განმავლობაში მათთან 60-მდე ზარია შესული, სადაც ქალები ამბობენ, რომ კარანტინის და კომენდატის სათის გამოცხადების შემდეგ, მათზე ქმრები, ძმები, მამები და შვილები ყოველდღიურად ძალადობენ, მათ კი გარეთ გაქცევის საშუალებაც არ აქვთ და დახმარებას ითხოვენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “თუ ასეთ ქალს კომენდანტის საათის დროს ქუჩაში ნახავენ, არ დააჯარიმონ” - არასამთავრობოების ცნობით, ოჯახური ძალადობა 6-ჯერ გახშირდა.