"ისე გამოდის, თითქოს კაცობრიობის მტრები ვიყოთ - რატომ გახდა მიზანმიმართული, რომ ეკლესია უნდა დაიკეტოს, არ მესმის"
ღვთის მსახურებს უფლება გვაქვს, ღვთისმსახურებები აღვავლინოთ, რატომ გახდა ეკლესიის მიმართ მიზანმიმართული ეს ყველაფერი, რომ მაინც და მაინც ეკლესია უნდა დაიკეტოს, მაინც და მაინც ეკლესიაში ზიარება არ უნდა ხდებოდეს, არ მესმის“, - ამის შესახებ არქიმანდრიტმა იოანემ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ეკლესიებში დისტანცია დაცული იქნება და წირვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გავა.
„სანამ სამ კაცზე იქნებოდა, მანამდე 10 კაციც იყო, მაგრამ ტაძარში იდგა ხალხი და ეს არ ყოფილა დარღვევა. ამ შემთხვევაშიც იგივე იქნება, დისტანცია იქნება დაცული და საზოგადოებრივ მაუწყებელზე, პირდაპირ ეთერში იქნება წირვა. ისე გამოდის, თითქოს კაცობრიობის მტრები ვიყოთ და რაღაცას ისეთს ვაკეთებთ. რადგან თქვენი სამუშაო სავალდებულოა და მუშაობთ, ჩვენც გვაქვს ღვთის მსახურებს უფლება, რომ ჩვენი მსახურებები აღვავლინოთ. ერის და ღვთის მსხურებაში ვართ, აქედან გამომდინარე, რატომ გახდა ეკლესიის მიმართ მიზანმიმართული, რომ მაინც და მაინც ეკლესია უნდა დაიკეტოს, მაინც და მაინც ეკლესიაში ზიარება არ უნდა ხდებოდეს, არ მესმის“, - განაცხადა არქიმანდრიტმა იოანემ.
სიახლეები
- "აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო" - ირანის საგარეო უწყება
- "მსოფლიო უკვე რადიკალურად შეიცვალა და ჩვენი რეგიონი კუნძული არაა!" - სალომე ზურაბიშვილი
- "გილოცავთ პრეზიდენტო ტრამპ, თქვენი გაბედული გადაწყვეტილება, მიზანში ამოგეღოთ ირანის ბირთვული ობიექტები, ისტორიას შეცვლის" - ბენიამინ ნეთანიაჰუ
- "ირანის ბირთვულ ობიექტებზე რადიაციის დონის ზრდა არ დაფიქსირებულა"- ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო
- ელოდება თუ არა მსოფლიოს არმაგედონი?! - "ჩვენ ისეთი საფრთხის წინაშე ვართ, რომელიც პლანეტაზე კარიბის კრიზისის დროიდან არ ყოფილა“