ახალი პრემიერი, განახლებული მთავრობა, ახალი ელჩი აშშ-ში - ცვლილებები რუსეთთან ომში მყოფ უკრაინაში, ბევრი ექსპერტის აზრით, ტრამპის ადმინისტრაციასთან დაახლოებისთვის გადადგმული ტაქტიკური ნაბიჯია და ემთხვევა ვაშინგტონის ერთგვარ შემობრუნებას კიევისკენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ულტიმატუმებისა და მუქარის ენა რუსეთისთვის მიუღებელია.
17 ივლისის ღამეს, რუსეთის არმიამ დრონებით შეუტია დნეპრს, ასევე ნიკოპოლსკის და სინელნიკოვის ოლქებს. რეგიონში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა,- ამის შესახებ რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა Telegram-ზე დაწერა.
17 ივლისს, შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო რუსეთის რამდენიმე რეგიონში. ადგილობრივი ხელისუფლება უკრაინული დრონებით შეტევებისა და მსხვერპლის შესახებ იუწყება.
ისრაელმა სირიის პრეზიდენტის რეზიდენცია, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის შენობები დაბომბა.
“რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 26 რაკეტა და 597 დრონი გაუშვა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, რუსული ძალების საჰაერო იერიშების შედეგად ჩერნოვციში 2 ადამიანი დაიღუპა.