"ვულოცავ დავით ერემეიშვილს კანდიდატად დასახელებას და ვუსურვებ გამარჯვებას, რაშიც დარწმუნებული ვარ" - ზაზა ლომინაძე
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი მმართველი პატიის „ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატად დასახელდა.
ბატონი დავითი გამოირჩევა ქალაქის სიყვარულით და ქუთაისზე ზრუნვით. მისი ინიციატივით არაერთი მნიშვნელოვანი რამ გაკეთდა და განხორციელდა ჩვენს ქალაქში.
2019 წელს მან მერის პირველი მოადგილის პოსტი დაიკავა, ხოლო 2024 წლიდან ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელია, რომელსაც გამორჩეული პასუხისმგებლობით ეკიდება.
ვულოცავ დავით ერემეიშვილს კანდიდატად დასახელებას და ვუსურვებ გამარჯვებას, რაშიც დარწმუნებული ვარ.
სამომავლოდ არაერთი სასიკეთო საქმე გაეკეთებინოს ჩვენი ქალაქის განვითარებისა და წინსვლისთვის,"- წერს ზაზა ლომინაძე.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
