"ეს ადამიანები უწყვეტად საუბრობენ მშვიდობიან რევოლუციაზე, ხან არამშვიდობიან რევოლუციაზე, დამხობაზე, მშვიდობიანი დამხობა ერთგვარი ოქსიმორონია"
ეს ადამიანები უწყვეტად საუბრობენ მშვიდობიან რევოლუციაზე, ხან არამშვიდობიან რევოლუციაზე, დამხობაზე, თავისთავად მშვიდობიანი დამხობა ერთგვარი ოქსიმორონია, თავის თავში წინააღმდეგობას შეიცავს.
არჩევნებამდე დარჩენილია დაახლოებით 2 თვე და თბილისის მერობის კანდიდატზე ოპოზიციაში ვერ არიან ჩამოყალიბებული - გვაქვს ერთადერთი მიზანი, რომ 64-ე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, 2016 წლიდან მოყოლებული ოპოზიცია ვერც ერთხელ ვერ შეძლო, თავისი გეგმები განეხორციელებინა.
„არჩევნებამდე დარჩენილია დაახლოებით 2 თვე და თბილისის მერობის კანდიდატზე ოპოზიციაში ვერ არიან ჩამოყალიბებული. კანდიდატებზე ვისზეც არის საუბარი, ეს მეტყველებს, რომ ოპოზიციას ძალიან უჭირს, ეს მათი საქმეა. არ გვაინტერესებს როგორ ემზადებიან არჩევნებისთვის, ჩვენთვის საინტერესოა თუ როგორ ვემზადებით ჩვენ. ხედავთ, რომ აქტიურად ვემზადებით, გვაქვს ერთადერთი მიზანი, რომ 64-ე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით არჩევნებს. ჩვენ, ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს და მთლიანად ამ დღის წესრიგით ვმოქმედებთ.
ხედავთ, რომ ეს ადამიანები უწყვეტად საუბრობენ მშვიდობიან რევოლუციაზე, ხან არამშვიდობიან რევოლუციაზე, დამხობაზე, თავისთავად მშვიდობიანი დამხობა ერთგვარი ოქსიმორონია, თავის თავში წინააღმდეგობას შეიცავს. მათი გეგმები და დავალებები ასეთია, თუმცა ხედავთ, რომ 2016 წლიდან მოყოლებული მათ ვერც ერთხელ ვერ შეძლეს საკუთარი გეგმების აღსრულება, ახლა კიდევ უფრო არიან დასუსტებულები. აქედან გამომდინარე ყველაფერი არის ცარიელი მუშტების ქნევა ბრძოლის შემდეგ, რაც მათ დადებითად არ ახასიათებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
