აშშ-ში, ტეხასის შტატში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა, მათ შორის 15 ბავშვია.
აშშ-ის ტეხასის შტატში წყალდიდობამ, სულ ცოტა, 24 ადამიანი შეიწირა. გოგოების საზაფხულო ბანაკის [Camp Mystic] ტერიტორიაზე ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა 23-25 ადამიანი. საერთაშორისო მედიის ცნობით, 230-ზე მეტის გადარჩენა მოხერხდა.
„ჰამასი“ აცხადებს, რომ მან შუამავლებს დადებითი პასუხი გადასცა მძევლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებაზე.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს რუსულ სახელმწიფო მედიაში და ოფიციალურ პირებს შორის სომხეთის ხელისუფლების მიმართ გაკეთებული განცხადებების თაობაზე ნოტა გადასცა.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელიც გუშინ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრა, დღეს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გეგმავს.
რუსულმა ძალებმა კიევზე დრონებით და ბალისტიკური რაკეტებით მასობრივი შეტევა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.