ბოლო 24 საათის განმავლობაში, ღაზაში, სულ მცირე, 78 პალესტინელი დაიღუპა
ისრაელის ძალები ღაზის სექტორში იერიშს აგრძელებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ღაზაში სულ მცირე 78 პალესტინელი დაიღუპა.
ისრაელის არმიის ცნობით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთით, ჯაბალიის რაიონში, შეტაკებების დროს სამი ჯარისკაცი დაიღუპა და ერთი დაიჭრა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი ამ ომს აბსოლუტურ გამარჯვებამდე გააგრძელებს.
ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბადრ აბდელატიმ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ისრაელთან შეთანხმებას მიაღწია ანკლავში დახმარების მიწოდების გაზრდის შესახებ, ღაზაში „არაფერი შეცვლილა“.
“ჰამასის” მიერ 7 ოქტომბერს მოწყობილი თავდასხმის შემდეგ, ღაზაში ომს 58 386 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია ასი ათასზე მეტი, მილიონობით კი დევნილად იქცა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
