თურქეთში, ყურბან-ბაირამის პირველ დღეს, 14 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა მსხვერპლშეწირული ცხოველების დაკვლის დროს მიღებული დაზიანებების შედეგად. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ქემალ მემიშოღლუ ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც უკრაინა და რუსეთი ჰგვანან „ორ პატარა ბავშვს, რომლებიც გიჟებივით ჩხუბობენ“.
რუსეთმა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვზე უპილოტო თვითმფრინავებით ყველაზე დიდი იერიში მიიტანა. ბოლო მონაცემებით დაიღუპა სამი ადამიანი და დაშავდა - 21. დაშავებუთა შორის არიან თვენახევრის ბავშვი და 14 წლის გოგო.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კომპანია Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორთან გამწვავებული კონფლიქტის ფონზე, მისი „გიჟური“ საქციელი ილონ მასკის მიერ ნარკოტიკების სავარაუდო მოხმარებას დაუკავშირა, – ამის შესახებ New York Times-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება
,,რუსეთმა ამაზე პასუხი უნდა აგოს, ამ ომის პირველივე წუთიდან ისინი ქალაქებსა და სოფლებს ურტყამენ სიცოცხლის გასანადგურებლად”, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დღეს განხორციელებულ თავდასხმას.
როდესაც დავინახავ მომენტს, რომ შეთანხმებას ვერ ვაღწევთ, ძალიან მკაცრები ვიქნებით, ეს შეიძლება ორივე ქვეყანა იყოს, ორია საჭირო ტანგოსთვის. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ, ფრიდრიხ მერცთან ერთად მედიასთან საუბრის დროს განაცხადა.