,,ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლიათ ერთად შეაჩერონ ეს ომი რუსეთზე ზეწოლით"- ვოლოდიმირ ზელენსკი
,,რუსეთმა ამაზე პასუხი უნდა აგოს, ამ ომის პირველივე წუთიდან ისინი ქალაქებსა და სოფლებს ურტყამენ სიცოცხლის გასანადგურებლად”, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დღეს განხორციელებულ თავდასხმას.
მისი ინფორმაციით, რუსეთმა დღევანდელ თავდასხმაში, საერთო ჯამში, 400-ზე მეტი დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები.
მისივე ცნობით, 49 ადამიანი დაიჭრა.
ზელენსკის თქმით, ამ დროისთვის დადასტურებულია გარდაცვალების სამი გარდაცვალების ფაქტი.
„რუსეთი ხაზს არ იცვლის – კიდევ ერთი მასშტაბური დარტყმა ქალაქებსა და ჩვეულებრივ ცხოვრებაზე. მათ მიზანში თითქმის მთელი უკრაინა ამოიღეს – ვოლინის, ლვოვის, ტერნოპოლის, კიევის, სუმის, პოლტავას, ხმელნიცკის, ჩერკასის და ჩერნიგოვის ოლქები. ზოგიერთი რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს.
ჩვენ მსოფლიოსთან ერთად ბევრი რამ გავაკეთეთ იმისათვის, რომ უკრაინას საკუთარი თავის დაცვა შესძლებოდა. მაგრამ ახლა ზუსტად ის მომენტია, როდესაც ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლიათ ერთად შეაჩერონ ეს ომი რუსეთზე ზეწოლით. თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად – ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა. გადამწყვეტად უნდა ვიმოქმედოთ“, – წერს ზელენსკი X-ზე.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
