“როდესაც შენ, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლიდერისგან ქირაობ რეზიდენციას და ამის შემდეგ გამოდიხარ ამ პოლიტიკური პარტიის გულმხურვალე მხარდამჭერად, აქ კითხვები ერთიორად მძაფრდება” - ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩზე
“გერმანიის ელჩმა უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავისი თავი და უფრო მეტიც, მან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო საკუთარი სახელმწიფო, საკუთარი სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გერმანიის ელჩის მიერ მამუკა ხაზარაძისგან რეზიდენციის ქირაობას ეხებოდა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, შეიძლება უხერხულობის მასშტაბი კიდევ უფრო დიდი იყოს.
“ვნახოთ, დაველოდოთ ინფორმაციას ფინანსებთან დაკავშირებით, როგორ ხდებოდა ამ ხარჯების ანაზღაურება, გადასახადების გადახდა და ა.შ. ეს ყველაფერი არის ძალიან საინტერესო. როდესაც შენ, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლიდერისგან ქირაობ რეზიდენციას და ამის შემდეგ გამოდიხარ ამ პოლიტიკური პარტიის გულმხურვალე მხარდამჭერად, აქ კითხვები ერთი ორად მძაფრდება. დანარჩენზე საზოგადოება თავად იმსჯელებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
