რუსეთმა იერიში მიიტანა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვზე
რუსეთმა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვზე უპილოტო თვითმფრინავებით ყველაზე დიდი იერიში მიიტანა. ბოლო მონაცემებით დაიღუპა სამი ადამიანი და დაშავდა - 21. დაშავებუთა შორის არიან თვენახევრის ბავშვი და 14 წლის გოგო.
ხარკოვის მერი, იჰორ ტერეხოვი ამბობს, რომ რუსეთმა ქალაქის მიმართულებით 48 უპილოტო თვითმფრინავი და ორი რაკეტა გაუშვა. წინასწარი ინფორმაციით დაზიანდა 18 საცხოვრებელი კორპუსი და 10-ზე მეტი საცხოვრებელი შენობა.
რუსეთის ჯარებმა 6 ივნისს, შუაღამის შემდეგ რაკეტებით და დრონებით მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინაზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, კიევში დაიღუპა სამი მაშველი, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. ქვეყნის მასშტაბით დაშავდა 80 ადამიანი, ექვსი კი დაიღუპა. დანგრეული ან დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები, მეტროს და რკინიგზის ინფრასტრუქტურა და ელექტროგადამცემი ხაზები.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 407 უპილოტო საფრენი აპარატით და 45 რაკეტით. სარდლობის თანახმად, მოგერიებულია 199 დრონი და 36 რაკეტა.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
