“ტრამპმა მასკის საქციელი ნარკოტიკებს დაუკავშირა” - მედია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კომპანია Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორთან გამწვავებული კონფლიქტის ფონზე, მისი „გიჟური“ საქციელი ილონ მასკის მიერ ნარკოტიკების სავარაუდო მოხმარებას დაუკავშირა, – ამის შესახებ New York Times-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება
.მაისის ბოლოს გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ ბიზნესმენმა, სავარაუდოდ, ნარკოტიკების მოხმარება უფრო აქტიურად იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც ის ტრამპის ერთ-ერთი უახლოესი თანამშრომელი გახდა.
თავად მასკმა უარყო, რომ ნარკოტიკებს (კერძოდ, კეტამინს) მოიხმარდა და გამოცემა გააკრიტიკა.
„ტრამპი, რომელსაც ილონ მასკის მიერ ნარკოტიკების მოხმარების თაობაზე „ნიუ-იორკ თაიმსის“ სტატიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, ბოლო 24 საათის განმავლობაში თავის თანაშემწეებს ეუბნებოდა, რომ მასკის „გიჟური“ ქცევა მისი მხრიდან ნარკოტიკების მოხმარების გამოა“, – ნათქვამია სტატიაში.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი და ილონ მასკი რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ერთმანეთს აკრიტიკებენ. მასკმა გუშინ დაწერა, რომ მის გარეშე „ტრამპი არჩევნებს წააგებდა”. თავის მხრივ, ტრამპმა განაცხადა, რომ ილონ მასკი ჭკუიდან შეიშალა და მას კონტრაქტების გაუქმებით დაემუქრა. გარდა ამისა, მასკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ეპშტეინის ფაილებში“ ფიგურირებს.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
