აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მის ქვეყანას არაფერი აქვს საერთო ირანზე წუხელ განხორციელებულ თავდასხმასთან და ირანს აფრთხილებს, მისი ქვეყანა კონფლიქტში არ ჩართოს.
ისრაელის ავიადარტყმების ფონზე ირანის ლიდერები „ჩანთებს ალაგებენ“,- ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ინგლისურ ენაზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
თეირანში, ერთ-ერთ მაღალსართულიან საცხოვრებელ შენობაზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 20 ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ისრაელის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ცნობით, ირანის მიერ ისრაელის მისამართით გაშვებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 17 დაშავებულს გაუწიეს სამედიცინო დახმარება და მათი ნაწილი ჰოსპიტალიზებულია.
ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, მსოფლიოში ნავთობის ფასი 9%-ით გაიზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის მთავრობა, როგორც რეჟიმის მთავარი მხარდამჭერი, ასევე პასუხისმგებელია ამ უგუნური ესკალაციის საშიშ შედეგებზე – ამის შესახებ ირანის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სადაც ისრაელის მისამართით საპასუხო ზომებზეც საუბრობენ.