მოწმენი ვართ სიძულვილის უკიდურესი გამოვლინებებისა. სამწუხაროა, რომ საქმე ოკულტურ რიტუალებამდეც მივიდა და მჩხიბაობის აქტიც შედგა – ქრისტიან ადამიანს კარგად უნდა ესმოდეს, რომ მჩხიბაობა არ შეიძლება გასართობ სანახაობად აღიქმებოდეს, ეს გვაშორებს ღმერთს და გვმართებს სიფრთხილე, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს, რითაც ეხმაურება საპროტესტო აქციების დროს რუსთაველის გამზირზე კუბოს დაწვის პერფორმანსს.
პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მიერ ტელეკომპანია "მთავარი არხისთვის" პრობლემების შექმნას უკავშირებს თავის წასვლას პოლიტიკაში.
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, „მთავარი არხი“ დახუროს.
აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის შემდეგ მკვეთრად გაუარესდა სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, რასაც ადგილობრივი მიმომხილველები მოსკოვის უკმაყოფილებასა და შურისძიებას უკავშირებენ.
პროფესორი მედეა კურტანიძე თანამედროვე ბიზნესისა და ადამიანური რესურსების მართვის ერთ-ერთი გამორჩეული ექსპერტია, რომლის ნაშრომი და პრაქტიკული საქმიანობა დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც აკადემიურ, ასევე ბიზნეს წრეებში.
ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს, ასე ყოფილა ისტორიულად! სხვა იმპულსი აქვთ, ტვინით კი არა, გულით გრძნობენ, რაც უნდათ. ამიტომაც ისინი ყოველთვის მართლები არიან. დაჩოქილი ვუხდი მადლობას, ასეთი კარგები რომ არიან, - ამის შესახებ მსახიობმა, მურმან ჯინორიამ განაცხადა, რითაც თბილისში მიმდინარე აქციებს გამოეხმაურა.