"ტიტუშკები“ თავს დაესხნენ „პუბლიკის” ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს, მას სცემდნენ პოლიციის ეკიპაჟის თვალწინ, პოლიცია არც განძრეულა - ზურაბ ვარდიაშვილი
„პუბლიკას“ დირექტორის ზურაბ ვარდიაშვილის ინფორმაციით, მათი ჟურნალისტი მინდია გაბაძე სცემეს.
როგორც ვარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ჟურნალისტს ცისფერ გალერეასთან „ტიტუშკები“ დაესხნენ თავს.
„ჟურნალისტებზე ტერორი გრძელდება. რამდენიმე წუთის წინ, ცისფერ გალერეასთან „ტიტუშკები“ თავს დაესხნენ „პუბლიკის” ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს. მას სცემდნენ პოლიციის ეკიპაჟის თვალწინ, პოლიცია არც განძრეულა. როცა ხალხი მივარდა და მოითხოვა თავდამსხმელების დაკავება, პოლიციელები ჩასხდნენ მანქანაში და მიიკეტეს კარი“, - წერს ვარდიაშვილი.
ჟურნალისტი ამ წუთებში პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
