ქუთაისის მერის მოადგილემ იუზა უგულავამ თანამდებობა დატოვა.
საქართველოს მთავრობა ევრობასკეტზე წარმატებული ასპარეზობისთვის ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს 3 მილიონ ლარს გამოუყოფს და ევროპის ჩემპიონატზე ყოველი შემდგომი მოგებული თამაშისთვის ასევე 3 მილიონი ლარი დაწესდება, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა, როგორც დაწყებითი ასევე საბაზისო საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის სავალდებულო იქნება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ „ღამის კურიერში“ საუბრის დროს განაცხადა.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას ბულგარეთთანგამართავს.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინას იძულებით გადაადგილებულ 852 ოჯახს გადასცემს.
საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის კიდევ უფრო ეფექტიანად დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამისი ღონისძიებების გატარებას განაგრძობს. ამ მიმართულებით, ქვეყნის მასშტაბით, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი გაფართოვდა და დამატებით კიდევ სამ ქალაქში– თელავში, ქუთაისსა და გორში ამოქმედდა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.