ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ დავით ნიშნიანიძე დაინიშნა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ დავით ნიშნიანიძე დაინიშნა.ახალი მოადგილე მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას, ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დავით ნიშნიანიძე დაიბადა ქუთაისში, 1986 წლის 14 აპრილს. დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ბიზნესის მართვის სპეციალობით.
“საქართველოს შსს აკადემიაში გაიარა გადასახადის გადამხდელთა ადმინისტრირების და მომსახურების მიმართულების სტრუქტურული ერთეულების სტაჟირების თეორიული მომზადების, ხოლო
საქართველოს ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციაში – ფინანსური აღრიცხვისა და საგადასახადო აღრიცხვის სრული კურსი.
2012 – 2015 წლებში მუშაობდა შპს „აუდიტორული კომპანია GRB -ში“, საგადასახადო შემოწმებების განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე, 2015 – 2017 წლებში სსიპ „შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში“, აუდიტორის თანამდებობაზე, 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის იანვრის ჩათვლით – ა(ა)იპ ,,ქ. ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში“, მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.
2018 წლის იანვრიდან დღემდე იყო ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი.

ქუთაისის მერის მოადგილის დავით ნიშნიანიძის უფლებამოსილებაში შედის:
ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, ერთი პრიორიტეტის ფარგლებში, პროგრამებს შორის თანხების გადანაწილების, ერთი პროგრამის ფარგლებში ქვეპროგრამებს შორის თანხების გადანაწილების, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და ქვეპროგრამებს შორის თანხების გადანაწილების და კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების გადანაწილების საკითხები, საკურატორო სფეროში შემავალი მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლებისათვის დავალებების მიცემის საკითხი".
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
