გვარამიას თქმით, ოქუაშვილმა „მთავარი არხისთვის“ პრობლემების შექმნა მისი პოლიტიკაში წასვლის შემდეგ დაიწყო
პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მიერ ტელეკომპანია "მთავარი არხისთვის" პრობლემების შექმნას უკავშირებს თავის წასვლას პოლიტიკაში.
მისი თქმით, ოქუაშვილის ცოლი, ნატო ჩხეიძე, რომელიც წლების განმავლობაში იყო პარლამენტის წევრი, მათი პარტიის საპარლამენტო სიაში რამდენიმე ადამიანის ჩაწერას ითხოვდა.
გვარამიას მონაყოლის მიხედვით:
- „მთავარი არხის“ დირექტორის თანამდებობიდან ნიკა გვარამიას ნაცვლად გიორგი გაბუნიას დანიშვნას ზაზა ოქუაშვილი მის მიერ წარდგენილი კანდიდატის თანადირექტორად დანიშვნის სანაცვლოდ დათანხმდა. გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო თანადირექტორების თანხმობა;
- მოითხოვდნენ არხს ყოველთვიურად 15 000 ლარი გადაეხადა ნატო ჩხეიძისთვის;
- ნატო ჩხეიძე მოითხოვდა „კოალიცია ცვლილებების“ საპარლამენტო სიაში სამი ადამიანის ჩასმას;
- სიაში ჩასმაზე უარის მიღების შემდეგ „გოგი ყველაფერს აპრობლემებდა“.
„ამ წუთას ეს შანტაჟისტი გოგი, ცხადია ოქუაშვილის მითითებით და უკვე სრულიად დარწმუნებული ვარ ივანიშვილთან გარიგებით, არხს ფაქტობრივად ხურავს. საკმარისი ფული ანგარიშზე გაყიდვების სახლს აქვს (სარეკლამო შემოსავლებიდან) და გოგის ხელმოწერაზე უარის გამო, ასევე ბანკებში შეტანილი წერილების და პროკურატურაში შეტანილი საჩივრების გამო, ფულს ვერ ურიგებენ თანამშრომლებს და ვერც სხვა ხარჯებს წევენ, მათ შორის, კომუნალურ და ტვ-ს ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ხარჯებს, რის გარეშეც ეთერის ტრანსლირებაც კი შეუძლებელი იქნება. ცხადია, რომ ეს ივანიშვილის თამაშის მოთამაშე ხალხი (სხვას ამ ქვეყანაში არავის აწყობს მთავარი არხის დახურვა) ყველაფერზე წამსვლელია. ფაქტია, ერთი ხელმოწერის გარდა, მისგან არაფერია საჭირო: არც ფული, არც რაიმე სხვა. მხოლოდ ხელმოწერა კანონიერი შემოსავლის კანონიერად განსაკარგად“, - წერია ფეისბუკში, ნიკა გვარამიას ოფიციალურ გვერდზე, გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
სიახლეები
- “ეს არის იმის წარმოსახვის მცდელობა, თითქოს რადიკალურ ოპოზიციაში არსებობენ „ნაცები“ და „არანაცები“ - შალვა პაპუაშვილი
- გარდაიცვალა პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის, ზურა ჯაფარიძის დედა
- ტრამპის თქმით, ბაიდენის პრეზიდენტობის დროს ნატო დარწმუნებული იყო აშშ-ის დაცემაში
- “მონაცემები საჯაროდ დევს ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის მიერ შექმნილ ვებგვერდზე, რამე სადავო თუ აქვს „საფარს“, შეუძლია, ევროკომისიას ედავოს” - შალვა პაპუაშვილი
- “კარგი პოლიტიკური სიგნალები მივიღეთ, მათ შორის აშშ-სგან და ევროპელი მეგობრებისგან – დახმარების მიწოდება აღდგა” - ზელენსკი