"ჩვენი ერის ღირსებაა, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის"
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ვიდეომიმართვა აჩვენეს, სადაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეკრებილ მოქალაქეებსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს.
როგორც მიმართვისას პრეზიდენტმა განაცხადა, დგას იქ, სადაც საქართველოა და გვერდით უდგას პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინას.
„მე ვარ დღეს, იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს, პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით, უკრაინის გვერდით. ეს არის ჩვენი კულტურის, ტრადიციის ღირსება და ჩვენი ერის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის. ჩვენც იქ ვართ, იქ ვიქნებით და მინდა, აქედან გადავცე პრეზიდენტ ზელენსკის ჩემი და თქვენი თანადგომა. თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც დღეს წარმოადგენთ საქართველოს ღირსებას. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვისას.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
