საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ სოფელ ლოპანის მიმდებარედ, უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 19 საკითხი განიხილა.
22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა ბრალდებულმა აკო ჭელიძემ სასამართლო პროცესზე აღიარა. როგორც ჭელიძემ განმარტა, ის თავს დამნაშავედ ნაწილობრივ მიიჩნევს, კერძოდ, ის ბრალის ფორმულირებას ჯგუფურ ნაწილში არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მას თანამზრახველი არ ჰყოლია.
"ეს დანაშაული არის ჩემი ჩადენილი, მაგრამ არ მყოლია თანამზრახველი და არ ჩამიდენია ჯგუფურად",- განაცხადა ჭელიძემ.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, გიორკი კავილაძეს, ის თავს წარდგენილი ორი ბრალდებიდან არც ერთში დამნაშავედ არ მიიჩნევს. მისი დანაშაული, მისივე თქმით, მხოლოდ ის არის, რომ "მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა".
კავილაძემ ასევე უნდობლობა გამოუცხადა გამოძიებას და აღნიშნა, რომ მხოლოდ სასამართლოს ენდობა.
"რაც შეეხება ბრალს, დავიწყებ იარაღის ჯგუფურად ტარებით, ჩემთვის გაუგებარია და წარმოუდგენელია, როგორ უნდა ატაროს ერთდროულად ორმა ადამიანმა ერთი იარაღი. მე არ ვაღიარებ ამ ბრალს, თუმცა, არ ვიტყვი რომ სრულიად უდანაშაულო ვარ და ანგოლოზი ვარ, დამნაშავე ვარ, რომ არ წავედი პოლიციაში და მომხდართან დაკავშირებით არ განვაცხადე, მზად ვარ, ამასთან დაკავშირებით განმარტებები გავაკეთო. ადამიანი არის გარდაცვლილი, ამას მე მაბრალებენ, ზუსტად ამ ბრალდების გამო ვარ საპატიმროში. მზად ვარ, სასამართლოს მოვახსენო, რა მოხდა ჩემ თავს",- განაცხადა კავილაძემ.
ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ბრალი დაუსწრებლად ჰქონდათ წაყენებული. ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება მკვლელობის დღიდან ეძებდა. გამოძიების ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, ბრალდებულებმა კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვეს. აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედება ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განხრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალო მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში.
შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.
„კოვიდ-19“ არ იქნება ბოლო პანდემია, რომლის წინაშეც კაცობრიობა აღმოჩნდება, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა.
საქართველოს ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი იქნება.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 19 701 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 986 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 193 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.0%.
ჩემი სრული სოლიდარობა ძმებ წულუკიძეებს, ჭელიძეებს და ელდარ ანთაძეს უკანონო განაჩენის შემდეგ, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.
უკრაინაში ძალიან შეშფოთებული ვართ. ის საკითხი, რომ მიხეილ სააკაშვილს გათავისუფლება ან, სულ მცირე, მკურნალობა ესაჭიროება, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უმაღლეს რანგზე დააყენა - მათ შორის სამიტზე ბრიუსელში, სადაც უამრავი ევროპელი ლიდერი იმყოფებოდა, - ამის შესახებ რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, გორის ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ განაცხადა.
რუსეთის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ არის დასავლეთის მხრიდან მომდინარე ტყუილის გამო, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა. მოსკოვისთვის მიღებული უსაფრთხოების გარანტიები ახლა გახდა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა „რასია 1“-ის ეთერში განაცხადა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 32 741 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 661 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 841 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.07%.