ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მიღებულ რეზოლუციაზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. როგორც მდინარაძე აცხადებს, საბედნიეროდ, რუსული ნარატივი არც სტრასბურგის და არც ჰააგის სასამართლოებმა არ გაიზიარეს, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოს ინტერესები დაეცვა და სამართლებრივ დავებში საქართველო ყველგან იმარჯვებს.
„ბორჯღალოსნებმა“ ბუქარესტში რუმინეთი დაამარცხეს. მძიმე და დაძაბული თამაში ბორჯღალოსნების გამარჯვებით – 26:23 დასრულდა.
რუსეთს შეუძლია უკრაინის დედაქალაქის აღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის „ქალაქს მიწასთან გაასწორებს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
ვატიკანი მზადაა გააკეთოს "ყველაფერი, რაც შესაძლებელია", რათა ცეცხლის შეწყვეტის მიღწევასა და უკრაინაში ომის დასრულების შუამავლობას ხელი შეუწყოს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
ასოციაციასთან ,,ქალები რეგიონების განვითარებისთვის’’ არსებული ქალთა კლუბის ინიციატივით, ქუთაისში, რადიო ,,ძველი ქალაქის’’ ოფისში, უკრაინაში გასაგზავნად ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. მოქალაქეებმა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ბურღულეული, მედიკამენტები და ტანსაცმელი მიიტანეს.
FirstNews.ge გთავაზობთ გიორგი გოგუას (ფილოსოფიის დოქტორანტი) ბლოგს:
“ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უკრაინაში ომი სხვადასხვა ინტენსივობით კიდევ რამდენიმე კვირას მაინც გაგრძელდება. ორი კვირის თავზე საომარ მოქმედებებს გლობალური მასშტაბით მოჰყვა ის შედეგი, რომ ევროპაში ლტოლვილთა მასშტაბური კრიზისი დაიწყო. კრიზისის დაწყების ნიშნები უკვე იკვეთება ეკონომიკური კუთხითაც. ექსპერტების აზრით, მიმდინარე პროცესების ჯერჯერობით სარკისებური ასახვა საქართველოში არაა, თუმცა, ფაქტია, რომ დაპანიკებულმა მოსახლეობის ნაწილმა სხვადასხვა პროდუქტის დაგროვება დაიწყო, ამან კი ზოგიერთი მაღაზიის თაროებიდან პირველადი მოხმარების პროდუქტები გააქრო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გეოპოლიტიკური კატასტროფა - ადამიანთა მასობრივი გადაადგილება დაიწყო.
ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახლავთ კიდევ ერთი დიდი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის, მე ამას განსაკუთრებით მივულოცავ და შრომას დავუფასებ იუსტიციის სამინისტროს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
ცალკეულ დასახლებულ პუნქტებში, რომლებზე კონტროლიც რუსულმა ჯარმა დროებით დაამყარა, აგრესორი არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, ტყვედ აჰყავს და აწამებს ადგილობრივ მოსახლეობას,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი რუსეთ-უკრაინის ომს ეხმაურება:
